ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

AutoSharing Option
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "შტურმის" მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, "შტურმი" ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "კლაგენფურტს" დაუპირისპირდება და ქვეყნის ჩემპიონის ბედიც ამ მატჩში გადაწყდება.

ოთარს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები ჯერჯერობით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

altკიტეიშვილის გოლმა კაცნაკლული "შტურმი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

alt"სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ" - სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

altკიტეიშვილის ლამაზი

გოლი - "შტურმს" ოქროს დუბლის შანსი აქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 23 /
მახსოვს როცა ოთარი გადავიდა მაშინ შემთხვევით წავაწყდი შტურმის ქომაგების იუთუბ გვერდს.
ამბობდნენ 20 წლის ბიჭი თავისი ქვეყნის საუკეთესო გუნდის კაპიტანი იყო და ალბათ მაგარიაო.
იმედია ღირსეულად გააგრძელებს შაშიაშვილის,კანდელაკის და მუჯირის დატოვებულ კარგ შთაბეჭდილებებსო.
მე კი ვიცოდი რა მარგალიტიც ჩაიგდეს ხელში.
ოთარი ახალგაზრდული ნაკრებიდანვე რაღაცნაერად სხვანაირად თამაშობდა.
ყველა ნახევარმცველი პასის მიღებისას ბურთს აჩერებდა და მეორე ტაქტით აკეთებდა მოქმედებას,კიტე სხვანაირად იხსნებოდა-ისე რო ბურთის მიღებისას უკვე შებრუნებული იყო მეტოქის კარისკენ და პირველივე შეხებით ან წინ მიჰქონდა ბურთი ან წინ პასს აკეთებდა.
ისე რომ "ფეხში მიღება-გაგორობანას" არ აკეთებდა.
როცა ასეთი ცენტრი გყავს თურქეთის რატო უნდა გეშინოდეს არ ვიცი
Levani
15:51 17-05-2024
0
გილოცავ ოთო! წარმატებები, ახლა უკვე ევროზე! ნაკრების დროა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
16:38 17-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული