"მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
"შახტარის" განაპირა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლის საქართველოს ნაკრების სიაში ვერმოხვედრა მისთვის სიურპრიზია, რაც შეეხება ფეხბურთელის საკლუბო კარიერას, ირაკლი შესაძლოა, სულ მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილოთ.

"ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი, სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი "შახტარში" გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც.
ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა უკრაინაშიც.
მჯერა, აზაროვი საბოლოოდ მოხვდება იქ, სადაც მისი ადგილია" - გვითხრა მამუკა ჯუღელმა.

თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.
ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ", - განაცხადა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში.


alt"მისი განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - რა განაცხადა სანიოლმა აზაროვზე?

altსანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

მკითხველის კომენტარები / 21 /
ისე გვიყებებს თენას ვინ დამეტოვებინაო?? ასე არ შეიძლება რა..ეხლა გოჩომ და ირაკლიმ ერთმანეთს რო შეხედეს და გოჩო გამოიძახეს ნუ გაუგონარია!!! არაფერს ვერჩი გოჩოს რა თქმა უნდა პროსტა კაცი ყველგან ჩემპიონი გახდა გამარჯვებულის მენტალუტეტი აქ ხვიჩასთან ერთად გაზრდილია გასათვალისწინებელი იყო ბევრი ფაქტორი!! მექვაბა კანკავა გველესიანი, ამ ნაკრებში წუთი არ აქვთ ნათამაშები! აზარა არ უნდა დარჩენილიყო!!
მირო
22 მაისი 2024 19:16
2
Წადი ცხვარი იყიდე-არ არი ფეხბურთი შენი საქმე
Მირო-ს
22 მაისი 2024 20:59
15
აზაროვის განაცხადში ვერ მოხვედრა ჩემთვისაც დიდი სიურპრიზია, მით უმეტეს ახლად ტრავმამოშუშებული, უთამაშებელი შენგელიას მოხვედრის ფონზე. მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივიცემისა და სიყვარულისა შენგელიას მიმართ ეს უნდა მეთქვა.
მაგრამ ეს ერთი საკითხია, მეორეა ჯუღელის კომპეტენცია, აზაროვი მაგარი ფეხბურთელია და კლუბი ისე უნდა შეირჩეს, რომ ბევრი საკითხი იქნას გათვალისწინებული - ჩემპიონატის დონე, გუნდის დონე, ძირითადში თამაშის შესაძლებლობა, შესაფერისი ანაზღაურება, კონტრაქტის გამოსყიდვა და ა.შ. ჯუღელის ამ კონეტარიდან გამომდინარე მე პირადად შიში გამიჩნდა რაიმე შეცდომა არ იქნას დაშვებული.
პ.ს. რაის შოტლანდია?!
Irakli
22 მაისი 2024 18:09
1
უეჭველი რაღაც მოხდა პირადული 100%!!!
kesha
22 მაისი 2024 17:51
4
ეს არის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის განადგურების მცდელობა ნაკრებში არ გამოძახება მაგრათ აისახება მისი კარიერის აღმასვლაზე ღმერთმა ქნას აგენტს გამოუვიდეს მოლაპარაკებები ნორმალურ კლუბთან და მერე ყველაფერი ირაკლიზე იქნება დამოკიდებული.ვიღაცა მაგრათ მტრობს ამ უდაოთ ნიჭიერ მაღალი პრესპექტივის მქონე ბიჭს.
გიორგი
22 მაისი 2024 17:31
5
აბა ჰე, შენ იცი ახლა "პრედლო" , არც მაგ ბიჭს ჩაუდო გამოსასყიდი თანხა ხელშეკრულებაში :D
მწარე
22 მაისი 2024 17:24
7
ვააა, სეხნიიიი!!!
მწარე
22 მაისი 2024 21:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული