CIES-ის სია - რომელ ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში?

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ობსერვატორია CIES-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

ტოპ 100 ფეხბურთელში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილს იკავებს, CIES-ის მიხედვით, ქართველის ფასი 98.3 მილიონი ევროა.

სერია A-ში ხვიჩაზე ძვირფასი მხოლოდ რაფაელ ლეაოა (მილანი), ბრაზილიელი შემტევი 101.5 მილიონი ევროდ არის შეფასებული. უცნაურია, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა.

CIES-ის რეიტინგში პირველ ადგილს "რეალის" ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი იკავებს. ინგლისელის ფასი 280.4 მილიონი ევროა. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი ერლინ ჰოლანია (255.3
მილიონი ევრო), მესამეზე კი - ვინისიუს ჟუნიორი (240.8 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, კვარაცხელიას შეძენით "პარი სენ ჟერმენი" აქტიურად ინტერესდება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პარიზულმა კლუბმა "ნაპოლის" ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

alt"კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, "ნაპოლის" მატჩებს აღარ ვუყურებ" - ამბობს ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლეაო არ არის ბრაზილიელი, პორტუგალიელია. ისეთივე სტატიებია როგორიც ფაქტები ფეხბურთელებზე რომ ლეაო ბრაზილიელია.
ნიკა ფიროსმანი
03 ივნისი 2024 13:58
0
რაფაელ ლეაუ პორტუგალიელია და არა ბრაზილიელი
გიორგი
01 ივნისი 2024 01:38
0
დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვინისიუსი მორიგ საცირკო სანახაობას მოაწყობს, რასიზმის თემას გაათამაშებს და რეალი წააგებს. ამის მერე რეალი მას გაყიდის. რეალაში მარცხენა ფლანგზე ვაკანსია იქნება შესავსები.
რეალობა
31 მაისი 2024 16:11
14
ეს ფასები რაც აქ არის დასახელებული 100-ზე რომ გაყოთ, მაშინ შეიძლება რაღაც რაციონალურ შეფასებას მიუახლოვდეთ!
aburjga
31 მაისი 2024 16:04
18
გთხოვთ ეს ლაიქი გამიუქმოთ. დისლაიქი მინდოდა და შემთხვევით დამეჭირა.ბოდიშს ვიხდი..
დისლაიქი მინდოდა
31 მაისი 2024 15:32
3
უკვე 110 მლ. შესთავაზა პსჟ-მ, მაგრამ ნაპოლიმ არაო, არაო, მელამატყუარაო…
ლაშა
31 მაისი 2024 15:31
2
მომავალ წელს ვალენსია გარანტირებულად გავარდება და მამარდაშვილი ბოლო საბოლოო ჯამში საგარეჯო იქნება. . .ნუ აპიარებთ უაზროდ ამ მეკარეს. . არავინ ამ ბიჭში ფულს არ გადაიხდის. . ყველა ჩაწოდება ლამის გოლია ამის კარში იმდენად მშიშარაა გამოსვლაზე და ისე აპანიკებს მეკარეებს
ნაპოლეონი
31 მაისი 2024 15:04
77
ეს ეტყობა თავის უბნელ მამარდაშვილზე წერს.
სოსო
31 მაისი 2024 22:24
0
ნუ უწერთ ამდენ დისლაიქებს,უბრალოდ გაატარეთ არ მიაქციოთ ყურადღება, შეგნებულად პროვოკატორობს, თან მოსწონს ახლობლებს რომ მოუკითხავენ ხოლმე
rigiti
31 მაისი 2024 21:50
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული