დე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბის გენერალურ დირექტორ ანდრეა კიაველისთან და ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად რომში ანტონიო კონტეს შეხვდა და რესტორან "რინალდი ალ კვირინალეში" ისადილეს.

შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ (თბილისის დროით 19:00 საათზე). მას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. მედიის წარმომადგენლებს ანტონიოსთვის კითხვების დასმის საშუალება კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ არ მისცა.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ კონტემ ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დატოვება და
ალესანდრო ბონჯორნოს (ტორინო) და რომელუ ლუკაკუს (რომა) დამატება მოითხოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახეთ ლავრენტას რა მოწყენილი სახე აქვს. 8 თუ 9 მილიონი უნდა გადაუხადოს კონტეს და მაგრა არ უნდა :)
ფეოლა
18:38 05-06-2024
0
ბონჯორნოს თუ დაიმატებს კარგია, საზაონოვს უფრო მეტი შანსი ექნება ტორინოში
ქომაგი
11:02 05-06-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული