მიქაუტაძის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

AutoSharing Option
buy football club-ი, ჟურნალისტ მოჰამედ ტუბაშ-ტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძით, "ლიონისა" და "მონაკოს" გარდა, "რენი" დაინტერესდა.

"რენი" განსაკუთრებულად რთული სეზონის შემდეგ მიქაუტაძის გადაბირების სურვილით იწვის, რომელმაც ლიგა 1-ის 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა. "მეცის" დასახელებული 20 მილიონი ევროს შესამცირებლად ბრეტონული კლუბი ტრანსფერში თურქი ბერტუგ ილდირიმის (0 გოლი 21 შეხვედრაში) ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს".

"რენმა" ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა და გუნდის გადახალისებას გეგმავენ. გიორგიმ 32-ე ტურში "რენთან" სახლში წაგებულ მატჩში (2:3) გოლი გაიტანა, საგოლე გა
დაცემა გააკეთა და კომპენსირებულ დროში უსამართლოდ გააძევეს, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა წითელი ბარათი გაუუქმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გიო საფრანგეთიდან არ წავა ჩემი აზრით, მონაკო კარგი იქნებოდა თან ლიგაზე ითამაშებს, წარმატებები ჟორჟს, სადაც გინდა იქ გადადი ჩვენთვის ყველგან ჩვენი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იქნები .
გიო
20:51 05-06-2024
0
მეცში დარჩენა გამოირიცხა რახან გუნდი გავარდა ლიგა-1 დან ჩემი აზრით უნდა წავიდეს იმ გუნდში სადაც მეტ სათამაშო დროს მიიღებს არცერთ გუნდს არაფერი დაეწუნება აქ მთავარია სათამაშო დრო სად ექნება მეტი
giorgi
21:46 05-06-2024
0

სიახლეები პოპულარული