"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"იუთუბარხზე" გადაცემა "ლაი-ლაის" სტუმარი აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე გახლდათ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ქართველი სპეციალისტის თქმით, "ნაპოლის" გარემარბის ხილვას არა "რეალში", არამედ "ბარსელონაში" ან "ბაიერნში" ისურვებდა.

"ხვიჩას სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მისი თამაში ყველაზე მეტად "ბარსელონაში" ან "ბაიერნში" წარმომიდგენია. ვიცი, რომ "კვარა" "რეალის" ფანია, თუმცა ამ გუნდში დღეს ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, ეს რომ მოხდეს, ვინისიუსის 300 მილიონად გაყიდვა გახდება საჭირო...

ამიტომ ვისურვებდი, რომ "ბარსელონაში" მენახა, თუ ეს კლუბი ამბიციური გახდებოდა ან მიუნხენის
"ბაიერნში", რადგან "რეკორდმაისტერი" კარგ ფეხბურთს თამაშობს და ტიტულებს მოიგებდა", - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას შენარჩუნება მოსთხოვა.

alt"კვარაცხელიას ვულკანებს (კონტეს და დე ლაურენტისს) შორის ადვილი სეზონი არ ელის" - "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველი

altკვარაცხელიას მომავალი გადაწყდა? - კონტემ "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ გუნდის სპორტულ დირექტორს ხვიჩაზე ეს შეუთვალა

მკითხველის კომენტარები / 15 /
Kvela
Sakartvelos
Mtrebs
Ar
Mocont
Kvara
LashaAbakelia
22:20 09-06-2024
0
Kvela
Sakartvelos
Mtrebs
Ar
Mocont
Kvara
LashaAbakelia
22:17 09-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული