კონტესა და "კვარას" შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ქართველს "ნაპოლიდან" წასვლა არ სურს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება.

"კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) და აურელიო დე ლაურენტისს. ანტონიომ ქართველს უთხრა, რომ მისი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. "კვარა" კონტეს სიტყვებმა დაარწმუნა, რომ პსჟ-ის ვარიანტზე უარი საბოლოოდ
ეთქვა. ამჟამად ხვიჩა საკუთარ მომავალს მხოლოდ "ნაპოლის" უკავშირებს, მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. ახლა კი მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის დეტალების თაობაზე კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გაიმართება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.6 მილიონ დოლარს იღებს.

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნუ შეგვჭამეთ ამ კვარადონათი რაააა
zura222
12 ივნისი 2024 14:44
50
ზურა კი არა, იურა ხარ. გიცანით.
U
12 ივნისი 2024 15:12
5
გული მიგრძნობს, გაისად სათადარიგოთა სკამს ვერ გასცდება.
ნაპოლეონი
12 ივნისი 2024 14:43
37
აჰა წელს კონტე დაკერავს, მომავალ წელს ვიღაც სხვა მოვა და გაუფრინდება ოქროს პერიოდი ჩათლახ ლავრეტას ხელში,ან სად არის გარანტია რომ მომავალ სეზონში ჩ.ლ. საგზურს აიღებს ნაპოლი?! მერე ჯუღელის ფანდებიც აღარ გაჭრის ხელფასის მომატებაზე
ზაკო
12 ივნისი 2024 14:32
5
თუ არ სურს წასვლა მოუწევს Serie B ხეხვა.
Რაგბის ფანი
12 ივნისი 2024 14:06
19
ხვიჩა შენ მე გამაგიჟებ რა.
რატო ჩქარობ? მოიცადე,ჩაამთავრე ევრო, ღმერთის იმედით თუ გავედით და კარგი ჩემპიონატი ჩაატარე, ნაპოლიში არავინ გაგაჩერებს.
შენნაირი კლასის ფეხბურთელის ლიგის გარეშე დარჩენა ნამდვილი საცოდაობაა და ვფიქრობ რეგრესი გექნება, არ შეიძლება უბრალოდ.
თან ნაპოლის რასაც უყურებ არც მომავალ სეზონში მოწყვიტავს ვარსკვლავებს.
მეგრელი
12 ივნისი 2024 13:51
8
ჩამოყალიბდით რა და ნუ გადაღლით ნურც ამ ბიჭს და ნურც მის გულშემატკივარს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. დაწერეთ უტყუარი ინფორმაცია და არა ის პერიპეტიები, რომელიც ისედაც ცხადია და ყველამ ვიცით.
soc.press
12 ივნისი 2024 13:49
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული