"თუ კონტე "კვარას" ასე გამოყენებას აპირებს, ქართველი "ნაპოლიდან" უნდა წავიდეს" - იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

გრაციანიმ განიხილა ის შესაძლო ტაქტიკა, რომელსაც "პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, დიდი ალბათობით, გამოიყენებს.

"როგორც წესი, კონტე ხშირად 3-5-2 ტაქტიკას იყენებს ხოლმე. თუ ეს ასე ამჯერადაც მოხდება, ყველანაირ ლოგიკას გასცდება. რა მოხდება 3-4-2-1 ტაქტიკის შემთხვევაში? ის ხვიჩას გააფუჭებს. "კვარა" ნახევარდაცვაში ვერ ითამაშებს, რადგან გარემარბია და გუნდიდან უნდა წავიდეს.

ზოგჯერ ფეხბურთელს თავისუფლება უნდა მისცე, რომ ლაღად ითამაშოს და თავისი საუკეთესო უნარ-ჩვევები გამოავლინოს.
თუ კონტე 3-4-3-ს გამოიყენებს, დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია საოცრად ათამაშდება. ანტონიო მას ძველებურად თამაშის სურვილსა და მოტივაციას დაუბრუნებს.

კონტემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ კიეზას "იუვენტუსიდან" გაიფორმებს, ის და ხვიჩა მოედნის ცენტრში არ შემოწიოს, რადგან თუ მათ მსგავს ფეხბურთელებს ცენტრში თამაშს დაავალებ, უბრალოდ გააფუჭებ. 

ალეგრის კიეზასთან დაკავშირებით ჩემთვის რომ მოესმინა, ფედერიკოს ტურინული კარიერა კრახით არ დასრულდებოდა. 

როდესაც ანტონიო საწვრთნელ ბაზაზე ვნახე, დავუყვირე, რომ ხვიჩასთვის ხელი არ ეხლო. ქართველი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, დარწმუნებული ვარ, კონტე მისგან ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს.

ვიცი, რომ "ნაპოლის" ახალ მწვრთნელს დიდი მხარდაჭერა აქვს. ახლა მთავარია, დე ლაურენტისი მის საქმეში არ ჩაერიოს და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობები შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით თვე-ნახევარში ის და კონტე იჩხუბებენ. თუ ანტონიოსთან თანამშრომლობა გსურს, მას გარკვეული უფლებები უნდა მიანიჭო", - განაცხადა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ კონტე კვარაცხელიას ესაუბრა და ქართველი "ნაპოლიში" დარჩენაში დაარწმუნა.

alt"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა


მკითხველის კომენტარები / 10 /
გრაციე გარციანი, ვა ფან კულო ტესტა დი კაცო! გომყო ფეხი კუმ კუებით. ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო... მაგან ხვიჩას შესაძელბლობეი ნამდვილად არ იცის და ბჟუტურობს რაცხას. მთელი გუნდი ზურგით ათრია ორი წელი, მაგის გარდა მე მგონი არავი ასე მონდომებით არ უთამაშია მთელი სეზონი თან რამდენი მომენტები გააფუჭეს მისგან, და კიდევ რამდენჯერ პასი არ მისცეს დროულად...
simartle
17:44 13-06-2024
15
3-5-2 - ს ტაქტიკა აქვს სანიოლსაც, მაგრამ კვარა მშვენიერად თამაშობს.
ნუგზარი
16:32 13-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული