"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
მიდი ლავრენტი
გენა
17 ივნისი 2024 08:31
8
ისე თუ Fეხბურთელს არ უნდა ძალაა გუნდში დარჩეს? რა 21 საუკუნის მონობაა? თუ ჯუღელმა დადო ასე მონური კონტრაქტი? 10 მილიონად იყიდა, 30 მილიონად რატომ არ უნდა იყოს კონტრქატის გაწყვეტის შესაძლებლობა სიტყვაზე?
ირაკლი
17 ივნისი 2024 20:04
1
სავეცკი ხალხია ორივე პერეგავორშიკაც და ბადრიც. აᲑა კაცი ბავშვს რუსეთში გაუშვებდა ? ხახახა . ალბათ პარიზში წასვლას აძალებენ :)))))))))))))))))((((((((((((())))))))))))
garegin meore
17 ივნისი 2024 09:39
12
ძალით იცინი
)))
17 ივნისი 2024 12:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული