პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა - ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.

ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.

შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა "პარტენოპეი" დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 

თავად "ნაპოლი" ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. 

alt"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 29 /
inviz9

ნაპოლი არ ყიდის მასე არსად არ წერია და ვერც დაწერენ. აღარ მახსოვ იმ ფეხბურთელის გვარი, დიდი ხნის საქმეა. ევროპაში მას მერე დიდი გადატრიალება მოხდა. მანამ როგორც მონები ისე იყვნენ მართლაც. . მოკლედ ვერავინ დაიჭერს თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა გუნდი ასახელებს ან უკვე დასახელებული უნდა ქონდეს გამოსასყიდი თანხა და მსურველი გუნდი თუ გადაიხდის ფეხბურთელს უფლება აქვს გადავიდეს იქ სადაც მოესურვება. დასახელებული გამოსასყიდი თანხა თავიდანვე შეტანილი უნდა იყოს კონტრაქტში. ხვიჩა იმიტომ იკავებდა თავს ახალი კონტრაქტის ხელის მოწერაზე, რომ იქ დიდი თანხა არ ყოფილიყო დასახელებული. ვიმეორებ! ფეხბურთელმა თუ სურვილი გამოხატა და გუნდი ვინც მასში დასახელებულ თანხას გადაიხდის ვერავინ დაუდგება წინ. თანხაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჩემი აზრით ევროპის შემდეგ ხვიჩა გადავა პსჟ-ში. ფაქტიურად ხვიჩას მამამ გაახმოვანა ხვიჩას სურვილი.
G.LA
17 ივნისი 2024 16:40
0
სპალეტისაც ჰქონდა კონტრაქტი ნაპოლისთან, მაგრამ წავიდა ისე, რომ კომპენსაციაც ვერ მიიღო აურელიომ.
რეალობა
17 ივნისი 2024 16:53
0
კვარაცხელია რა შუაშია ლავრენტას უნდა გაუკეთოთ სუპერ შეთავაზება, ვერაა ესენი.
რრრ
17 ივნისი 2024 16:14
0
წელს ნაპოლი მგონია რომ ძლიერი კლუბი იქნება,კონტეს ტყუილა არ მიიყვანდნენ. ხელფასს ალბათ მოუმატებს,ხოლო გაყიდვა არა მგონია დაუშვას ლავრენტამ! ამბიციური კლუბია ნაპოლი ამ ბოლო წლებში. ასე რომ არც ისე ცუდაა საქმე! თუ კვარა დარჩება არც მაგით დაშავდება რამე!
რერო
17 ივნისი 2024 17:24
14
ეს ათი დღე მაინც რომ დააცადთ ამ ბიჭს არაა!! ითამაშოს ევროზე დაწყნარებულად,ზედმეტი სტრესისა და ემოციის გარეშე-თქვენ მართლა ღვთის პირიდან გავარდნილებო, მამამისს ღაში აწყობდა ის რაც სთქვა, რაა!! ათი დღე -ორი კვირის შემდეგ, რომ ეთქვა და თანაც შეჯერებული პოზიცია გაეხმოვანებია არაა!!??...მაინტერესებს რა ქნას ეხლა ამ ბიჭმა კონტრაქტზე,9 მილიონიან ხელფასზე იფიქროს და ფეხებს გაუფრთხილდეს თუ ყველაფერი დადოს მინდორზე,რომ როგორმე შედეგი დადოს. ისე კვარას კი გაუკეთა სუპერშეთავაზება პსჯ-მ 9 მლ-ნი, მაგრამ ნაპოლის აღარ ეკითხებით-დილით ოფიციალურად გაავრცელეს რომ კვარა არ იყიდებაო.
Jora-giorgi
17 ივნისი 2024 16:21
0
თუ ოსიმენი ვერ გაყიდეს მოუწევთ ხვიჩას გაყიდვა
ავთო
17 ივნისი 2024 16:09
0
ჩემი აზრით ჯუღელი მაგარი " ბიტი" ვინმეა.
მაგარ პენალებს ურტყამს.
მოვითმინოთ ცოტა
თენგო
18 ივნისი 2024 08:52
0
მაგ ქვეყანას პატრონი არ ყავა ? ბატონყმობაა ?
Footbol
17 ივნისი 2024 17:17
0
არ იყიდება რას ნიშნავს? აბა მონობაში გაყიდა ამ უნიათო ჯუღელმა? რა კაპიკები უნდა აძლიონ და მაგ ბანძ გუნდში დაბერდეს? რა მამელუქია თუ?
ისე ხალხნო თუ ვინმე ერკვევით გამაგებინეთ ფეხბურთელს რა შემთხვევაში აქვს კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის ან და სხვა კლუბში გადასვლის უფლება? სანამ თავისუფალი აგენტი არ გახდება? თუ სრულიად უუფლებოა და მხოლოდ გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გაყიდის თუ არა?
აბა რა ბერკეტი რჩება ხვიჩას ამ უსამართლობის გამოსასწორებლად? აღარ მოიკლას თავი და თუნდაც სკამზე ჯდომაში აიღოს ეს მცირე ხელფასი რაც აქვს? მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ფორმასაც დაკარგავს და ფასიც დაუვარდება
სად არის გამოსავალი? თუ ვინმემ იცით გამაგებინეთ
inviz9
17 ივნისი 2024 15:51
2
ნუ ვიჩქარებთ. დიდი ხანია პსჟ-ზეა მითქმა-მოთქმა, მაგრამ უშუალოდ პარიზელებს პოზიცია, ოფიციალურად, ჯერ არსად გამოუთქვამთ.
ტაგუ
17 ივნისი 2024 17:44
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული