ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

AutoSharing Option
სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
გუნდი როცა უბურთოდ არის კვარაცხელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 0.ანუ მთლიანად გათიშულია დგას და არც ცდილობს ართმევაზე თამაშს ან უკან ჩასვლას თუ ჩადის კიდე მისეიორნობს.არადა ვინგერის ფუნქცია სწორედ ეგაა თავის ფლანგზე წინ და უკან სირბილი როგორც უბურთოდ ისე ბურთან ერთად.
ლაშა
21 ივნისი 2024 11:22
8
სწორია ეს კაცი... სტადიონზეც ჩანდა რომ საკმაოდ ნელია კვარა (სამწუხაროდ სხვა ფეხბურთელებიც) პირველი გოლის გაშვებაში მისი ბრალიც არის, გვერდზე ედგა თურქი და დარტყმის დროს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ერთფეროვანი დრიბლინგი, შორიდან დარტყმა არ გამოსდის... ვერცერთ გადამწყვეთ თამაშში ვერც გოლი გაიტანა და ვერც ლიდერობა გამოუვიდა.

ძალიან მტკივნეულია მისი ესეთი რეგრესი. ალბათ ვერ გაუძლო ამხელა ყურადღებას, მოლოდინს და "კვარადონას" წოდებას. იმის მერე რაც მილანთან ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი ვერ გაიტანა და რამოდენიმე თამაში ჩაააგდო, მგონი დაკომპლექსდა და შეიბოჭა. თუ ვერ დაძლია ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და ზემოთ დაწერილი უნარები არ გააუმჯობესა, დარჩება ერთი სეზონის მოვლენად.
ბესო
21 ივნისი 2024 12:13
11
მართალს ამბობს ეგ კაცი.
გასულ თამაშში მოგერიებული ბურთისთვის რომ ებრძოლა 1ელი გოლი არ გავიდოდა. იმედია მიუთითებს სანიოლი ეგეთ რამეებზე.
და უნდა აუხსნან რომ მარადონა არ არის და დაეშვას მიწაზე.
gzp
21 ივნისი 2024 11:00
3
ისე მართლა ავადმყოფები ხართ ვინც ამ გაგანია ევროს დროს ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკური მიკერძოების ნიშნით ყოფთ და პოლარიზაციას ეხლა ცდილობთ ნაკრებშიც შეიტანოთ,არ გამოვა- თქვენ ვიღაც უსახელოებმა კი არა, ხომ ნახეთ ეს თბილისის ძლევამოსილმა დერსსკიი მერმაც ვერ შეძლო-ტყუილად ირჯებით,მაინც ამოვთხრით და გავალთ შემდეგ ეტაპზე. ისე აღიარეთ თქვენ სულწაწყმენდილნო-გაგიხრდათ ხომ ქოჩორამ რომ ვერ გაიტანა ააა....არა უშავს ხვალ გაიტანს, ზუსტადაც კვარას პასით...
Jora-giorgi
21 ივნისი 2024 10:28
9
ვერ მოიგებს ოქროს ბურთს, თუ რეალის ან მანჩ სიტის მაგვარ ტოპ კლუბში არ ითამაშა. გარდა ამისა ევროპას უკვე ჰყავს ისეთი ტალანტები როგორიცაა გიულერი, იამალი...
ბექა
21 ივნისი 2024 13:27
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული