Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

AutoSharing Option
Milliyet-ის ცნობით, "ფენერბაჰჩეს" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას "მეცის" ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.

მიქაუტაძით აგრეთვე "ლიონი", "მარსელი", "რენი" და გალათასარაი" არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, "მეცი" კი 20 მილიონად აფასებს.

"ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფენერბახჩე კი არა კრილია სოვეტოვი არ გინდა? ჩვენი ბიჭი მონაკოში მიდის. მიდი რა ჟოზე დაახვიე სადაც ხარ.
G.LA
24 ივნისი 2024 03:06
11
ოხ ამას იუვე, მილანი ან ბარსელონა წაიყვანდეს რააა
ზაქრო პაპა
24 ივნისი 2024 00:26
1
პორტუგალიასთანაც გაიტანოს და კარგი კლუბი გარანტირებული აქვს. წარმატები ჟორჟ! წარმატება ჩვენს ნაკრებს და ჩვენც-გულშემატკივრებს. საქართველოს გაუმარჯოს!
ნიკა
24 ივნისი 2024 11:14
1
ფენერბაჰჩე არა ალ ახდუდუკი კიდე
Levani
24 ივნისი 2024 00:25
3
Imedia fenerbaxcheshi ar gadava c
C
24 ივნისი 2024 02:36
5
გიო რენში გადადის. დიახ გიო და არა ჟორჟი. ეს ბიჭი გიორგი მიქაუტაძეა!!! ჟორჟს ეძახიან საფრანგეთში თავის ენაზე და აქ რატო ეძახით ჟორჟს მიკვირს. ოჯახშიც, სანათესაოშიც და სამეგობროშიც ყველა გიორგის ეძახის.
asa
24 ივნისი 2024 15:06
4
სახლში ჯობია დარჩენა.
ჟორა
24 ივნისი 2024 11:06
2
აიაქსის დონის ჯერ არ არისო რომ წერდა ერთი ღრჯო ნიდერლანდელი ტიპი,ყოფილი აიაქსელი. აიაქსი არაა ჟორჟის დონის,თორემ აბა მე მკითხეთ, ბრილიანტი ტალახშიც ბრილიანტია და ოქროში ჩასმულიც მაგრამ ოქროში ბრდღვიალებს.თავად ვერ გამოიყენეს იმიტომ რომ მის პოზიციაზე ჰოლანდიელი ჯილა თამაშობდა
ლელა
24 ივნისი 2024 10:16
1
ფენერბაჰჩეში ნეტა თვითონ არ წასულიყო ჟოზე. ჩბენი ჟორჟიკა კი ზეგ დუბლს გაიფორმებს, ერთს მერვედფინალშიც გაიტანს, ევროს ბომბარდირი გახდება და იუვეში გადავა. ზღაპარია? მაგასაც ვნახავთ! ფენერბაჰჩე უფრო ზღაპარია!
ქომაგი
24 ივნისი 2024 09:53
3
1 - მოურინიო როგორც პიროვნება არის რთული ხასიათის მქონე ნაგავი და მასთან მუშაობისათვის ყველა ქართველი მენანება 2 - მოურინიო ვეღარ განვითარდა, გუნდებს წვრთნის 15 წლის წინანდელი სქემებით და შედეგებს ვეღარ დებს 3 - მიქაუტაძე ვარსკვლავებს წყვეტს შუაგულ ევროპაში და რა დროს თურქეთია
ხვიჩა
24 ივნისი 2024 19:19
1

სიახლეები პოპულარული