Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

AutoSharing Option
Milliyet-ის ცნობით, "ფენერბაჰჩეს" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას "მეცის" ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.

მიქაუტაძით აგრეთვე "ლიონი", "მარსელი", "რენი" და გალათასარაი" არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, "მეცი" კი 20 მილიონად აფასებს.

"ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფენერბაჰჩეში ნეტა თვითონ არ წასულიყო ჟოზე. ჩბენი ჟორჟიკა კი ზეგ დუბლს გაიფორმებს, ერთს მერვედფინალშიც გაიტანს, ევროს ბომბარდირი გახდება და იუვეში გადავა. ზღაპარია? მაგასაც ვნახავთ! ფენერბაჰჩე უფრო ზღაპარია!
ქომაგი
24 ივნისი 2024 09:53
3
ფენერბახჩე კი არა კრილია სოვეტოვი არ გინდა? ჩვენი ბიჭი მონაკოში მიდის. მიდი რა ჟოზე დაახვიე სადაც ხარ.
G.LA
24 ივნისი 2024 03:06
11
Imedia fenerbaxcheshi ar gadava c
C
24 ივნისი 2024 02:36
5
ვფიქრობ თქვენ უყურეთ ვიდეოს სადაც ფრის შემთხვევაში პორტუგალიასთან ჩვენი გასვლის შანსები როგორი იქნებოდა რაც მეორე ტურის შემდეგ სატურნირო ცხირილი შეიძლება მაგ ვიდეოს მიხედვით გვაძლევდა შანსს მაგრამ ეხლა ასეა რომ უნგრეთის მოგება არ გვიშლის ხელს და ჯგუფებს თუ გადახედავთ სიტუაცია ასეთია პირველ რიგში ჩვენ არ გვაწყობს ჩეხეთის მოგება ჩვენს ჯგუფში რაც ეგრევე დაასრულებს ჩვენს შანსს ეს ერთი მეორე არ უნდა მოიგოს ან ფრე ითამაშოს ალბანეთმა ესპანეთთან ასევე მაგ ჯგუფშივე არ უნდა მოიგოს ხორვატიამ იტალიასთან ფრის შემხვევაში ბურთების შეფარდება ჩვენზე ცუდი აქვს ხორვატიას, სლოვენიამ ად უნდა მოიგოს ინგლისთან ან ფრე არ უნდა ითამაშოს თუ წააგებს კიდე მინუს 3-0 უნდა წააგოს იგივე ჯგუფში არ უნდა მოიგოს სერბეთმა ან თუ მოიგებს 2-0 მაინც უნდა მოიგოს, D ჯგუფი გაიასნებულია მაგრამ თუ მოხდა ისე რომ პოლონეთმა საფრანგეთს პლიუს სამი გოლით მოიგო და ავსტრიამ წააგოს ჩვენ ხელს არაფერში გვიშლის E ჯგუფშიც იგივე სიტუაციაა და ხელს არ გვიშლის და თუ ასე დამთავრდა ყველაფერი რაც ვფიქრობ უფრო რეალურია ვიდრე ჩვენი მოგება საუკეთესო მესამე ადგილოსნებში მეოთხე პოზიციით გავდივართ ასე რომ შანსი ფრეზე ჯერ კიდევ გვაქვს ამიტომ ჯერ კიდევ ადრეა ნერვიულობა
T.q
24 ივნისი 2024 02:10
4
აბა შენ იცი,ბევრი არ ინერვიულო.
მათე
24 ივნისი 2024 15:33
0
სერიოზული ბუღალტერი დადგებოდა შენგან,რა ნიჭი იფლანგება.მაგდენ თვლას უყურე ფეხბურთს და ისიამოვნე.
დათო
24 ივნისი 2024 13:28
0
სამწუხაროდ ბოლო წამზე გაუტანა უნგრეთმა შოტლანდიას, ფრე პორტუგალიასთან არ გვყოფნის
იკა
24 ივნისი 2024 00:59
7
ოხ ამას იუვე, მილანი ან ბარსელონა წაიყვანდეს რააა
ზაქრო პაპა
24 ივნისი 2024 00:26
1
ფენერბაჰჩე არა ალ ახდუდუკი კიდე
Levani
24 ივნისი 2024 00:25
3
ფენერბახჩე არ არის ცუდი გუნდი, მითუმეტეს საფრანგეთის მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდში დარჩენა, გიორგის მსგავსი ფეხბურთელისთვის ცუდი საქმეა.
შოტლანდია-უნგრეთი პირველი ტაიმი ფრეა, თუ ასე დასრულდება მატჩი ჩვენ გვაწყობს, პორტუგალიასთან ფრეც გვყოფნის ოღონდ იტალიამ არ უნდა წააგოს ხორვატიასთან და ესპანეთმა ალბანეთს უნდა მოუგოს
იკა
24 ივნისი 2024 00:05
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული