წიტაიშვილს თურქეთის სუპერლიგის კლუბი იწვევს

AutoSharing Option
თურქული BBN Haber-ი იტყობინება, რომ „კონიასპორი“ შეტევის გაძლიერებას აპირებს, სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელით, გიორგი წიტაიშვილით და ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას იმედოვნებს, რასაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.

წიტაიშვილი კონტრაქტით ჯერ კიდევ კიევის „დინამოსთანაა“ დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.

„კონიასპორი“ გასულ სეზონში სუპერლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა და ქვედა დივიზიონში გავარდნას გადაურჩა.

altDynamomania: კიევის "დინამოს" იმედი აქვს, რომ წიტაიშვილი ევრო 2024-ზე თავს გამოიჩენს და გაყიდიან

მკითხველის კომენტარები / 3 /
რავიცი ევროპაზე ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.მაგრამ წარმატებები გიორგის.უნდა მოუმატოს.
Lado
07:59 05-07-2024
3
მაგ კონიასპორს ისევ ბათუმის დინამო ჯობს ..მითუმეტეს მალე ევროთასები იწყება იქ 2 გოლი 3 ასისტი და მშვენიერ კონტრაქტს გამოკრავს ხელს ევროპის საშუალო კლუბში ისიც დასაწყისთვის…
მდაა
22:32 04-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული