საქართველოს ნაკრების მცველმა შეიძლება კარიერა იაპონიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
კვიპროსული kerkida ჟურნალისტ მარკო მოლას მიერ "ტვიტერზე" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ იაპონიის ჯეი ლიგის საიტამას "ურავა რედ დაიმონდსი" "აპოელის" 29 წლის მცველით, ლაშა დვალით დაინტერესდა.

აღნიშნულია, რომ დვალს "აპოელთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბი კომპენსაციის გარეშე არ გაუშვებს.

sportime-ს ცნობით, დვალმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშა,  შვებულებაში გავიდა და შემდეგ "აპოელს" სერბეთში შეკრებაზე შეუერთდება.

"აპოელი" გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა და მისი რიგები გიორგი ქვილითაიამ დატოვა.

"ურავა რედ დაიმონდსში" იაპონიის პირველობაზე 22 ტურის შემდეგ 32
ქულით მეცხრე ადგილზეა. ამ გუნდის მწვრთნელი ნორვეგიელი პიერ-მატიას ჰიოგმოა, კლუბის სპონსორი კი "მიცუბიშია".

მკითხველის კომენტარები / 8 /
დვალი იაპონიაში ქვილითაია ისევ კვიპროსში . ლორიაც კვიპროსში მექვაბიშვილი რუმინეთში . მოკლედ აღარ გავაგრძელებ სლოვაკეთის პოლონეთის სეგუნდადივიზიონის და ა.შ. გ ფეხბურთელების ჩამოთვალას. სამწუხაროდ მხოლოდ 3 ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში კვარა მამარდა და ჟორჟი. დანარჩენები კი უბრალოდ საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები არიან. იმედია წამოვა უკეთესი თაობა ძაან ბევრმა ბავშვმა დაიწყო ფეხბურთზე სიარული ამ ბოლოს .
ტოტტი
21:59 06-07-2024
10
ვეთანხმები ტოტტის.კიტეიშვილიც არ დაელოდა ევროს დასრულებას და ისევ ავსტრიაში დარჩა.დავითაშვილი და წიტაიშვილი პერსონალურად არ მომეწონენ ამ ევროზე.ჩაკვეტაძეს და ქოჩორაშვილს შეუძლიათ კიდევ ძლიერ ლიგებში გადასვლა. მამარდა-კვარა-ჟორჟი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეა ბირთვი ნაკრების,დანარჩენები სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი დონეა.კაშიას წასვლის მერე ცენტრშიც იქნება პრობლემები,რადგან ორგანიზატორი და ბურთის ამომტანი დამცველები არ გვყავს სამწუხაროდ.
მეზღვაური
00:33 07-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული