"ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონ "ულსან ჰიუნდაიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არაბიძემ კორეულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და სატრანსფერო ფასზე კლუბებმაც მოილაპარაკეს.
"26 წლის ნახევარმცველმა სუპერთასზე "დინამოს" წინააღმდეგ "ტორპედოს" მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. როგორც შევიტყვეთ, "ტირანასთან" მატჩის დაწყებამდე კლუბი სტადიონზე გიორგი არაბიძეს დაემშვიდობება. ამ მომენტში დარჩენილია ფეხბურთელის სავიზო დეტალები, შემდეგ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება", - წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, 2021/2023 წლებში "ულსან ჰიუნდაის" ღირსებას ვაკო ყაზაიშვილიც იცავდა.
არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს" style="height: 50px; width: 50px;" />"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე
21:21 10-07-2024
Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 39 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ არის ეს ბიჭი პროფესიონალი რა ვერ შეგუეთ ამ აზრს. ლამაზი ფინტი და ლამაზი გოლი არ კმარა დღეს ფეხბურთის სათამაშოდ. ფულს მაინც იშოვის. ტორპედო უფრო გუნდურად ათამაშდება ამის გარეშე.
51
5
ღმერთმა ხელი მოუმართოს!! ალალად წარმატებას ვუსურვებ. ზედ ევროტურნირებზე წასვლა თან კორეაში :( იქნებ გაებრწყინა ევროტურნირებზე და შეხედავდნენ კაი კლუბები! მარტო ფული?
38
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული