Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონ "ულსან ჰიუნდაიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბიძემ კორეულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და სატრანსფერო ფასზე კლუბებმაც მოილაპარაკეს.

"26 წლის ნახევარმცველმა სუპერთასზე "დინამოს" წინააღმდეგ "ტორპედოს" მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. როგორც შევიტყვეთ, "ტირანასთან" მატჩის დაწყებამდე კლუბი სტადიონზე გიორგი არაბიძეს დაემშვიდობება. ამ მომენტში დარჩენილია ფეხბურთელის სავიზო დეტალები, შემდეგ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება", - წერს Geo Team-ი.

შეგახსენებთ, 2021/2023 წლებში "ულსან ჰიუნდაის" ღირსებას ვაკო ყაზაიშვილიც იცავდა.

alt

არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს" style="height: 50px; width: 50px;" />"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

alt"მე არაბიძეს გამოვიძახებდი! ვიღაც საუბრობს, რომ ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ..." - ჩხეტიანი სანიოლის გადაწყვეტილებასა და "ტორპედოს" ფეხბურთელზე საუბრობს [VIDEO]

altსტივ კინი: არაბიძეს პრემიერლიგაში წავიყვანდი

მკითხველის კომენტარები / 39 /
კორეიდან წინ წასული ფეხბურთელი კორეელების გარდა არ მინახავს. კრიერის ბლოა უფრო თან არც იმდენად სახარბილეო. კიდევ კარგი ჩრდიოეთ კორეაში არ წავიდა:) მლს-ში უფრო აჯოპბებდა მისთვის თუ რაიმეს ამბიცია კიდევ გააჩნია და რა გონორი
simartle
23:28 11-07-2024
0
პირადად გიორგისთვის,ფინანსურად კარგი ვარიანტი იქნება. კორეის ლიგა, საქართველოზე ძლიერი მგონია,მაგრამ ევროპაში იქაური ფეხბურთი ნაკლებად შუქდება და ევროპაში წამოსვლის შანსი,სავარაუდოდ შემცირდება.გული ძალიან შემტკივა გიორგიზე.მინდა დიდ წარმატებებს მიაღწიოს.ჯერჯერობით ბევრი შეცდომა დაუშვა,მაგრამ იმედი ვიქონიოთ,რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.
სოსო
22:44 11-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული