"ხვიჩა "ნაპოლის" მომავალი კაპიტანი და მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდება" - ნეაპოლური კლუბის დიპლომატიამ შედეგი გამოიღო?

AutoSharing Option
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს:

"კვარას" საქმე სრულიად განსხვავებულია. მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე.  იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავაზებული
რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს კლუბის გზავნილია მთელი საფეხბურთო სამყაროსადმი, რადგან ხვიჩას უახლოეს წლებში შეუძლია მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდეს".

"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" დიპლომატიამ შედეგი გამოიღო, იდენტობის დაკარგვის გარეშე უკმაყოფილოები შემოირიგეს, რისი დადასტურება ჯუღელის უკვე განსხვავებული გამონათქვამია, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ქართველი დარჩება, კონტემ მისი სიმპათია მოიპოვა და 25 ივლისს შეკრებაზე გამოცხადდება.

სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას მტკიცებით, კვარაცხელიას სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩა უნდა გახდეს “ნაპოლის” და სრულიად ნეაპოლის ლეგენდა, ლაურენტისი, თუ პირობებს შეუქმნის და მხარდაჭერას არ მოაკლებს! სი ქგგალე გურს ხვიჩა! მთელი ერი შენთან ვართ! ✊
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
11:09 15-07-2024
9
ხვიჩას ვუსურვებ ყველაფერს კაის დალოცვა არ მოლებ9დეს მის დიდ ოჯახთან ერთად.
მე და ჩვენი ხედვით რამოდენიმე აზრით გვირჩევნია პსჟ გადავა ყვეკა გუნდში სადაც იწვევენ და გადავიდოდა და სხვა ატმოსფეროს და გუნდის სხვა საინტერესო უფრო გახდებოდა მე მის ადგილას გადავიდოდი სხვა გუნდში პირველს რიგში საფრანგეთის ჩემპიონატზეც
Kaxa
10:54 15-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული