"ბორდოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "სენტ ეტიენი" 2-3 წელიწადში მის სარფიანად გასხვისებას შეეცდება.
"ზურიკო შესანიშნავი ბიჭია, ყოველთვის იღიმის, ჭკვიანია და სხარტად აზროვნებს.
ის თავდაჯერებულია და ბურთის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, რაც მწვრთნელისთვის დიდი სიამოვნებაა.
ლიგა 1 ლიგა 2-ისგან განსხვავდება და ბურთით თამაშისას უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს, რადგან უმაღლეს ლიგაში მეტოქეები შეცდომას იშვიათად გპატიობენ.
დავითაშვილი შედეგიანობის მხრივ უნდა
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშრომელია, მწვრთნელს ყოველთვის ყურადღებით უსმენს და ფეხბურთზე გიჟდება.
ის ჯერ ახალგაზრდაა, 3-4 წელი აქვს იმისთვის, რომ სათანადოდ განვითარდეს. ჩემი აზრით, "სენტ ეტიენი" 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება", - განაცხადა
გიონმა.
წყარო
დავითაშვილი VS მიქაუტაძე პირველივე ტურში? - ტოპლიგებში მეტ ქართველს ველით!..
ოფიციალურად - დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა [VIDEO]