კვიპროსული 24sports-ის ცნობით, ლარნაკას აეკ-თან მიღებული კუნთის ტრავმის გამო, "აპოელის" მცველი ლაშა დვალი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოლდოვის "პეტროკუბთან" ვერ ითამაშებს.
ლაშას ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ სამედიცინო შტაბის რჩევით, მწვრთნელმა დავიდ გალიეგომ ქართველის დასვენება გადაწყვიტა.
29 წლის დვალმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებში ოთხივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.