ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით "გრანადაში" ითამაშებს

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" "გრანადაში" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.

როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის.

გასულ სეზონში "გრანადამ" ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.

წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც 19 მატჩში 1 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იმედი სკამზე არ დასვამენ,არ მომეწონა ევროზე,ეგოისტურად და ცუდათ ითამაშა!!
სოსო
20:08 26-07-2024
2
25 გილით ლა ლიგა 2-ის ბომბარდირობა,გრანადა პირველ ადგილზე და ისევ პრიმერაში და მერე ან გრანადა დაიტოვებს და ან უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება.
Levani
19:23 26-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული