ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით "გრანადაში" ითამაშებს

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" "გრანადაში" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.

როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის.

გასულ სეზონში "გრანადამ" ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.

წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც 19 მატჩში 1 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენთან თამაშს ნებისმიერი ლიგა ჯობია, მითუმეტეს ესპანეთის მეორე ლიგა, წიტაიშვილს დაეტყო ნაკრებში, რო ბათუმში თამაშობდა, ერთი ტაიმის მეტს ვერ ქაჩავდა, არადა ძან ნიჭიერია და ბევრად მეტი შეუძლია, წარმატებები
გოგა
17:31 26-07-2024
1
ძაან მაგარია პატარა თავის გამოჩენა მანდ და ჩათვალე მომავალ წელს პრიმერაში ხარ სადმე საშვალო გუნდში წარმატებები. ისე ამ კიევის დინამოსთან დაქორწინდა თუ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რომ სულ მაგათი საკუთრებაა ვერ გავიგე.
kesha
16:10 26-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული