ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ჯემალ ტაბიძე, რომელმაც ბერძნული "პანეთოლიკოსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ტაბიძემ კონტრაქტი მახაჩყალის "დინამოსთან" გააფორმა. ის რუსეთში ადრე "ურალისა" და "უფას" ღირსებას იცავდა.

ტაბიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 63 /
აბა ეხლა ეს საქციელი პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული გეხბურთელის საქციელია? ჩემი აზრით უდიდესი შეცდომაა
Putin
20:52 30-07-2024
19
რა გაგიჭირდა ბიჭო ასეთი.
რუსეთის დონე ისეთი დაცემულია ლამის ჩვენი ჩემპიონატის დონეზეა. განა რამდენით მეტს გიხდიან სხვა გუნდებზე რო ესე ხელი აიღო ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერაზე და მტრის ბანაკის ჩემპიონატში ითამაშო, რომლის დონეც კვიპროსისას ჩამოცდა უკვე და ქართველ ხალხს გული ატკინო.
ჯიგარი არა გაქვს? რამე კაცური არ გიდევს მაგ გულში?
Superman
21:13 30-07-2024
22

სიახლეები პოპულარული