ჯიმი ტაბიძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ რუსეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში მოსკოვის "სპარტაკთან" (2:0) მოგებულ მატჩში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

რუსულმა გამოცემა Championat.com-მა მას გარჯა დაუფასა და ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.

"მშვენივრად თამაშობდა შეტევაში, შეცდომების გარეშე ებრძოდა მეტოქის მცველებს. საკუთარ საჯარიმოში რამდენჯერმე დაეხმარა თანაგუნდელებს, მაგრამ ტაბიძე უფრო მნიშვნელოვანი მოედნის სხვა მონაკვეთში იყო. პირველ ტაიმში ჯემალს ფლანგზე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა ზუსტი არ გამოდგა. მეორე ნახევარში კი "უფას" მარცხენა მცველმა პარტნიორებს ორჯერ მიაწოდა საგოლე გადაცემა და "სპარტაკთან" გამარჯვებაში დაეხმარა" - ვკითხულობთ
Championat.com-ზე.

22 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში "უფას" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა.

Sportall.Ge

altლეგიონის უქმეები: 5 გოლი და ჯიმი ტაბიძის სუპერმატჩი მარცხენა ფლანგზე [VIDEO]

altტაბიძემ "სპარტაკთან" მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ანანიძე ისევ არ იყო განაცხადში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული