კონტეს პირველი ნოკაუტი - "ნაპოლიმ" სეზონის დაწყების წინ, კოკისპირულ წვიმაში, "ჟირონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „ჟირონასთან“ 0:2 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, კვარაცხელიას კარგი პასი მაზოკიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, 26-ე წუთზე კი მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად სტუმრები ვან დე ბეკმა დააწინაურა. კონტეს გუნდმა წინასასეზონო სპარინგებში პირველად გაუშვა გოლი.

Sportall.Ge

მეორე ტაიმში ტრავმირებულმა მაზოკიმ სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და ის ძერბინიმ შეცვალა. ხვიჩასთან უხეშობის გამო მსაჯმა არნაუ გააფრთხილა. მეკარე გასანიგას შეცდომით ანგისამ ვერ ისარგებლა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა. სამაგიეროდ შანსი დავიდ ლოპეს ვილამ არ გაუშვა ხელიდან და საბოლოო ანგარიში
დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია ოსიმენის შეცვლაზე შესვლას აანონსებდა, ის განაცხადში არ იყო. ერთი სიტყვით, "ნაპოლი" მეტოქემ დაჯაბნა და თავისი გუნდის მარცხს ტრიბუნიდან მოწყენილი უყურებდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.

10 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი თასზე „მოდენას“ უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 ვან დე ბეკი (23), 0:2 დავიდ ლოპეს ვილა (83)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი (ძერბინი 56), ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა (რაფა მარინი 76), პოლიტანო (ნგონჟი 89), კვარაცხელია, რასპადორი (სიმეონე 76)

alt"ნაპოლის" ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება

alt"კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა რომ სდომებოდა..." - "პარტენოპეის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 14 /
კონტეს მეთდზეც ვერ ვერკვევი ფეხბურთში რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან უაზრო ტაქტიკით თამაშო გადაწყვიტა. ცენტრში პრაქტიკულად დათმობენ ბურთს.

შეხედეთ:
5 მცველი, სამი ცენტრში (ბონჯორნო, რაჰმანი, დი ლორენცო), ორი ფლანგებზე: სპინაცოლა და მაძოკი.

ორი ნახევარმცვრლი: ლობოტკა, ანგისა

სამი შემტევი: კვარა, პოლიტანო, ოსიმენი (ლუკაკუ)

არ გეჩვენებათ რომ ამ ტაქტიკით ცენტრში ბურთს ვერ დაიჭერენ? ლობოტკამ და ანგისამ პასებით წინ როგორ უნდა მოამარაგონ შემტევები? ეს არის ჩემი აზრით კონტრ შეტევებზე თამაშის ტაქტიკა, დაცვაში რომ ზიხარ და სწრაფად გინდა წინ გადასვლა გამქცევების ხარჯზე. მგონია რომ წელს ნაპოლის თამაშში კიდევ უფრო ნაკლები შემოქმედებითობა იქნება ხოლო ხვიჩას კიდევ უფრო უბურთოდ დატოვებენ და ბურთს ვერ აუტანენ წინ. მაქსიმუმ ოთხეულში შევიდნენ
უცნაური ტაქტიკაა
15:41 04-08-2024
4
ნაპოლი წელს კიდევ უფრო სუსტი იქნება ვიდრე შარშან. პრაქტიკულად იგივე შემადგენლობა და მინუს ოსიმენი
giorgi 3
14:07 04-08-2024
1

სიახლეები პოპულარული