დავითაშვილის გუნდი ოთხტაიმიან მატჩში 3:5 დამარცხდა

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის „გრენობლთან“ 3:5 დამარცხდა.

შეხვედრა უჩვეულო ფორმატით, 4 30-წუთიანი ტაიმით ჩატარდა, „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კი პირველი ორი ტაიმი ითამაშა.

მართალია, ამ დაპირისპირების სერიოზულად განხილვა არ შეიძლება, მაგრამ გამოჩნდა ოლივიე დალ'ოლიოს გუნდის დაცვის სისუსტე, როდესაც 17-წუთიან ინტერვალში 5 გოლი გაუშვა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „სენტ-ეტიენი“ 7 აგვისტოს გასვლაზე „ხეტაფესთან“ გამართავს.

შამბონ სიურ ლინიონი. „მუნისიპალი“
გრენობლი - სენტ-ეტიენი 5:3
გოლები: 0:1 ოსმანი (20), 1:1 ვალსი (27), 1:2 სილვესტრე (37), 1:3 ბა (39), 1:4 სბაი (43), 1:5 ბა (44),
2:5 აპია ( 61), 3:5 სისოკო (109)

altზურიკო შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაივსქორზე პირველი გოლი ზურიკოს უწერია. შეცდომაა? თუ თქვენ გაქვთ შეცდომა?
სტუმარი
09:36 04-08-2024
0

სიახლეები პოპულარული