ჩაკვეტაძემ სეზონი შესანიშნავი გოლით, "უოტფორდმა" კი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის პირველ ტურში "უოტფორდმა" გასვლაზე "მილუოლი" 3:2 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში პირდაპირ კუთხურიდან ედო კაიემბემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა კარი საჯარიმოდან გიორგი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. მერე „მილუოლის“ თავდამსხმელმა დუნკან უიტმორმა დუბლი შეასრულა და თითქოს დაპირისპირება ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მილეტა რაიოვიჩმა 90-ე წუთზე გამარჯვება „უოტფორდს“ მოუპოვა. ჩაკვეტაძე 90+4-ე წუთზე შეცვალეს.

შემდეგ შეხვედრას "უოტფორდი" 13 აგვისტოს სახლში თასზე მეორე ლიგის "მკ დონსთან" ჩაატარებს, ხოლო 17 აგვისტოს ჩემპიონატის მეორე ტურში „სტოკს“ უმასპინძლებს.

ლონდონი. "დენი"
მილუოლი - უოტფორდი 2:3
გოლები: 0:1 კაიემბე (22),
0:2 ჩაკვეტაძე (55), 1:2 უიტმორი (74), 2:2 უიტმორი (88), 2:3 რაიოვიჩი (90)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ტიპიური ათიანია ეს ბიჭი.ღმერთმა ტრავმები აარიდოს და ხელი მოუმართოს
გელა
21:44 10-08-2024
0
გიო ყველაზე კრეატიული და დახვეწილი ფეხბურთელია ყიფიანის და ქინქის შემდეგ რაც მე მახსოვს... საოცარი ნიჭის ათიანია
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს!!!
სვანი
20:34 10-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული