მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და ჩვენებურზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო 3 შეხვედრასა და ასევე დღეს უმაღლესი კლასი აჩვენა. გიორგის კარგი მომენტი უდგას და ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშისა და ვარჯიშის ყურება ძალიან მსიამოვნებს.
მან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მთლიანობაშიც ძალიან კარგი
ველოდი თუ არა, რომ ჩაკვეტაძე კარში დაარტყამდა? - დიახ, როდესაც დავინახე, რომ მარცხენა ფეხი ბურთს მოსცილდა, სწორედ ამის მოლოდინი მქონდა.
ეს იყო ძალიან მაგარი შესრულება, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს თავზე მივიწერო. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში 25 იარდიდან საჯარიმო დარტყმებზე ვმუშაობთ", - თქვა კლევერლიმ.
ინფორმაციისთვის, "უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას უკვე EFL CUP-ის ეგიდით 13 აგვისტოს გამართავს და "მილტონ კეინეს დონსს" დაუხვდება, ჩემპიონშიპის მე-2 ტურის შეხვედრაში კი 17 აგვისტოს "სტოკს" უმასპინძლებს.
ცნობისათვის: ორი დღეა ველოდები რომ რომელიმე ქართული სატელევიზიო არხი ან LIVE, ან ჩანაწერის სახით აჩვენებდა ჩაკვეს "უოტფორდის" თამაშს, მაგრამ არა და არა. დაბეჯითებით - ამ ბოლო 2 დღეში "ჩემპიონშიფის" სხვა გუნდების თამაშებს გვთავაზობენ! რა ხდება???