ბუდუ, "ჩაკვე", "ქოჩორა" - ქართველები ელიტარულ ლიგებთან ახლოს, თანაგუნდელი ზიდანი და ყველაზე მეტნი იტალიაში

AutoSharing Option
კარგია, რომ ელიტარულ საფეხბურთო ლიგებში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა (6) გაიზარდა. არიან ისინიც, რომლებიც ამასთან ერთ ნაბიჯში იმყოფებიან. დღეს ვისაუბროთ ჩვენებურებზე, რომლებიც ინგლისის, გერმანიის, ესპანეთისა და იტალიის რანგით მეორე დივიზიონებში ასპარეზობენ. გასულ წელს წარმომადგენელი საფრანგეთის ლიგა 2-შიც გვყავდა, თუმცა ზურიკო დავითაშვილი წელს ახლადაღზევებულ "სენტ ეტიენში" ითამაშებს.

"ჩაკვემ" მაგრად დაიწყო

გაგვიჭირდება თქმა, "უოტფორდი" რამდენად ამბიციურ მიზნებს დაისახავს და პრემიერლიგაში გადასასვკელად იბრძოლებს, მაგრამ პირველი ტური ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი იყო. გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ბევრი არ გააქვს და ახლა შორეული, ულამაზესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

"ჩაკვე" განსხვავებულ უნარებს გვთავაზობს, ევროპის ჩემპიონატზე ის ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რასაც ცოტა ხნის წინ, ალბათ, ვერ წარმოვიდგენდით. გიორგის დახვეწილი პასების გვეიმედება და გასული სეზონის მიღწევა (3 შედეგიანი პასი) უნდა გააუმჯობესოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ექსფეხბურთელმა კლევერლი 3-მცველიან ტაქტიკაში ჩაკვეტაძეს მარცხენა შემტევის პოზიციაზე იყენებს.

პირველმა ტურმა რაც გამოაჩინა, ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი უეინ რუნის "პლიმუთი" იქნება, "შეფილდი" კი აღზევებას ეცდება; იგივე მიმართება შეგვიძლია "ლუტონსა" და "ბარნლის" შორის გავაკეთოთ; "ბლექბერნი", "სანდერლენდი", სადაც ჯუდ ბელინგემის 18 წლის ძმა, ჯობი თამაშობს და "ვესტ ბრომვიჩი" ამბიციურები იქნებიან; "მიდლსბროს" კიდევ ერთი "მანჩესტერელი", მაიკლ კერიკი თავკაცობს.

უოტფორდელებს უახლოესი მატჩი "სტოკთან" საკუთარ "ვიქერიდ როუდზე" (22 200 მაყურებელი) აქვთ.

"კარლსრუემ" და ბუდუმ თუ ასე განაგრძეს...

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ქართველის ანგარიშზე კი სამი გოლია. დასაწყისი ისეთია, გუნდმა ბუნდესლიგისთვის უნდა იბრძოლოს, ბუდუმ - ბომბარდირობისთვის.

ჯერჯერობით აქ ყველაზე კარგად "პადერბორნმა" დაიწყო. მოგეხსენებათ, მეორე ბუნდესლიგაში ბევრი სახელოვანი კლუბია - "შალკე", "ჰამბურგი", "კაიზერი", "ჰერტა"... 

სანაკრებო პაუზამდე ზივზივაძე ჩემპიონატში მხოლოდ ორ მატჩს ჩაატარებს ("ელფსბერგი" და "ბრაუნშვაიგი"), დაბრუნების შემდეგ კი "შალკეს" ესტუმრება. ამასობაში, მათი რეალური ძალა გამოიკვეთება.

Sportall.Ge

თუკი "ქოჩორა" არ წავა...

"ლა ლიგა 2"-ში ამჟამად ორი ქართველი გვყავს, თუმცა გიორგი ქოჩორაშვილს უფრო ამბიციურ კლუბებს უკავშირებენ და არავინ იცის, ის "ლევანტეში" რამდენად დარჩება.

პირველ ტურში, 18 აგვისტოს, ვალენსიელები "ხიხონს" ესტუმრებიან. რაც შეეხება ქართველების დაპირისპირებას, ის 27 ოქტომბერს უნდა შედეგეს, როცა გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" "ლევანტეს" უმასპინძლებს.

"გრანადა" "ვილიარეალიდან" გამოცდილი ნახევარმცველით, მანუ ტრიგეროსით გაძლიერდა, "ეიბარიდან" მეკარე ლუკა ზიდანი (ზინედინის ვაჟი, რომელიც "რეალშიც" იყო) 500 ათას ევროდ შეიძინეს.

ქართელი ფეხბურთელების გუნდებს ამბიციების ნაკლებობა არ უნდა გააჩნდეთ...

Sportall.Ge

იტალია

სერია "ა"-ში მთავარი ვარსკვლავი (ხვიჩა კვარაცხელია) გვყავს, იტალიის რანგით მეორე ლიგაში (სერია "ბ") კი შესაძლოა, სამმა ქართველმა ითამაშოს. ივა გელაშვილს "სპეციაში" ბევრი დრო არ ჰქონდა და ახალი გუნდის მოლოდინშია, ის ახლა იჯარით ბათუმის "დინამოს" ეკუთვნის.

გიორგი კვერნაძის პროგნოზი ბოლო დროს საგრძნობი გახდა. 18 აგვისტოს მისი "ფროზინონე" "სამპდორიას" მასპინძლობით იწყებს. რამდენად შეძლებენ ისინი კვლავ მაღალი მიზნები შეინარჩუნონ, ამის თქმა გაგვიჭირდება. მთავარია, კვერნაძემ მეტი ნდობა იგრძნოს.

Sportall.Ge

გასულ სეზონში აღზევებამდე ცოტა დააკლდა ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს." ამ გუნდის განაცხადში 19 წლის ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძეცაა. კრემონელთა შესაძლებლობების შესახებ მალე უნდა გავიგოთ.

Sportall.Ge

დაველოდოთ, სექტემბრის დადგომამდე კიდევ რა შეიცვლება!...

altრა დაგვანახა "ნაპოლის" მატჩმა ჩემპიონატის წინ? - ხვიჩას პენალტის ამბავი და ასე ხდებიან დიდები!..

alt6 ქართველი ტოპლიგაში - კვარაცხელია ევროტურნირების გარეშე - "მამარდა" "ბარსათი" იწყებს, მიქაუტაძე "მონაკოსთან" მალევე...

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამწუხაროა,მაგრამ აიღე -დაიღე მაინც მეორე ლიგის ფეხბურთელები არიან და ეგ არის რაც არის, ფაქტიურად მხოლოდ მიქაუტაძემ იხეირა ნაკრების მიღწევებით და ისიც ნაწილობრივ,რადგანაც მისი მარსელში გადაბარგება ძირითადაც საკლუბო შედეგმა განაპიროვნა ვიდრე ნაკრებში გატანილმა მისმა გოლმა და ორმა შეგდებულმა პენალტმა. სხვა დანარჩენი კვარას ჩათვლით ისევ იქ დარჩნენ სადაც იყვნენ-მართალია ათასი ჭორი ვრცელდება ამა თუ იმ ფეხბურთელზე, მაგრამ.... ერთად-ერთი ქართველი ფეხბურთელი დღეს,რომელის სუპერკლუბში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია მამარდაშვილია და სხვებზე რაღაც დავარცხნილი სტატიების კეთება, გადამეტებული ბაქი-ბუქია და მეტი არაფერი-ჩემის აზრით რა თქმა უნდა...
11
ჯერჯერობით ჩემპიონშიპის რაც თამაშები ვნახე ჩაკვეს ტოლი ვერავინ ვნახე ვფიქრობ ისეთ ტურნირზე როგორიც ჩემპიონშიპია იყო ერთერთი გამორჩეულ ბევრ პრესპექტივას აჩენს
გიორგი
11:05 13-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული