რა დაგვანახა "ნაპოლის" მატჩმა ჩემპიონატის წინ? - ხვიჩას პენალტის ამბავი და ასე ხდებიან დიდები!..

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე პენალტების სერიის წინ არაერთი ფიქრობდა, რომ გიორგი მამარდაშვილს ჩაანაცვლებდნენ. მაშინ "მამარდა" ამ საქმეში ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნეოდა... გადის ერთი წელი და კიოლნის ქუჩებში მოსეირნე ესპანელები ამბობენ, დღეს საქმე თერმეტმეტრიანებამდე თუ მივიდა, დავმარცხდებით, რადგან ქართველებს მამარდაშვილი გყავთო. ასე, საკუთარ თავზე მუშაობითა და მიღწეულზე არდაკმაყოფილებით ხდებიან დიდები!..

ეს ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებულმა პენალტმა გაგვახსენა. რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ "კვარამ", შესაძლოა, წესები დაარღვია (ბოლო წლებში ამაზე დიდი პაუზით დარტყმულებიც ჩაუთვლიათ), მთავარი ის იყო, მთელი ეს პერიოდი, როცა ხვიჩა ამ
საქმეს თავს არიდებდა (მნიშვნელოვან მომენტებში ვერგამოყენების გამო), ის ტექნიკის დახვეწაზე მუშაობდა. ქართველი ფეხბურთელი აშკარად მეტად ცდილობს, მეკარე რეაქციაზე "დაიჭიროს."

მაინც ჩვენს აზრზე ვრჩებით, რომ საერთოდ არაა აუცილებელი, ხვიჩა გუნდში ან ნაკრებში (აქ მიქაუტაძე გვყავს) პენალტისტი იყოს, ეს მის სიდიადეზე არ მოქმედებს, მაგრამ კარგია, რომ ის ამაზეც მუშაობს და თუნდაც სერიის დროს ეს საჭირო იქნება.

რა დავინახეთ თასის ადრეულ ეტაპზე უფრო მეტი? ის, რომ კვარაცხელია ისევ გუნდის მთავარი ძალა, ვარსკვლავი და მოწინააღმდეგის უმთავრესი საფიქრალია. კონტემ კი მოინდომა, მაგრამ ჯერჯერობით ეს გუნდი სათანადოდ გაძლიერებული არაა (ოსიმენის ნაცვლად ლუკაკუს მოსვლაც ბევრს ვერ შეცვლის).

რაც ნამდვილად შეიცვლება, 77-ე ნომერს ახალ პოზიციაზე ადაპტირებაში ისეთი ხარისხიანი ფლანგელი დაეხმარება, როგორიც სპინაცოლაა. ჩვენებურის უპირატესობა გამუდმებული მოძრაობა და პოზიციების ცვლაა. ცენტრში შემოწეული ქართველი გარემარბის თვისებებს მაინც არ დაკარგავს და ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სპინაცოლას ცენტრში შემოსვლაც რომ შეუძლია. კარგია, რომ მწვრთნელი მაცოკიშიც ხედავს ამ სქემის ფლნგელის უნარებს. გასულ სეზონში ის მარცხნივაც მოგვეწონა, როცა პრესინგზე ბურთი მოიპოვა და შემდეგ ქართველმა გაიტანა. კონტე ის კაცია, რომლის ხელშიც ჩემპიონ "ჩელსიში" ამ პოზიციაზე ვიქტორ მოზესს საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

Sportall.Ge

გასულ სეზონში მარცხენა ფლანგზე ცენტრალურ მცველებს ვხედავდით, შესაბამისად, მათ ფრთის გაწელვა და ცენტრში შეწეული ხვიჩასთვის მეურვებიის ჩამოშორება არ შეეძლოთ. ახლა ეს პრობლემა არ უნდა დადგეს. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ახალ სქემასთან შეთამაშება ოლივერასთანაც უნდა მოხდეს (რუი ალბათ სამშობლოში დაბრუნდება).

მიუხედავად იმისა, პსჟ-ში ტრანსფერი არ გამოვიდა, ახალი ხელშეკრულებაც ჯერ ჰაერშია და გუნდი ვერც ევროტურნირებზე ითამაშებს, კვარაცხელია ჩვეულად მოტივირებული, ემოციური და საქმეში სრულად ჩართული ჩანს, რაც სეზონის სტარტზევე მნიშვნელოვანი ამბავია; თანაგუნდელებთანაც კარგი კომუნიკაცია ჩანდა.

დაველოდოთ, თვის ბოლომდე ნეაპოლურ კლუბში კიდევ რა მოხდება, მანამდე კი უახლოეს მატჩამდე ცოტა დროა. გუნდს რეალიზების კუთხით გაუმჯობესება მართებს, რასპადორი - სიმეონეს წყვილზე განსაკუთრებული ავანსების გაცემა რთული იქნება. ჩაწოდებების უფრო მეტი მცდელობა გამოჩნდა, ვიდრე ადრე და ეს გუნდს საშუალებას მისცემს, შეტევები გაამრავალფეროვნოს.

კვირას, "ვერონასთან" გასვლითი დაპირისპირება განსახილველად მეტს მოგვცემს. ეს ის გუნდია, ვისთანაც ხვიჩას გატანა სულ გამოსდის. ეს ახლა კარგ ხასიათზე მოიყვანს და თავიდანვე შემართულს გახდის. სამწუხაროდ, გუნდს საერთაშორისო მატჩები არ აქვს და მხოლოდ შიდა ფრონტისთვის ძალების განაწილება იოლად უნდა შეძლოს!..

altკვარაცხელიამ პენალტი წესების დარღვევით გაიტანა? - "მოდენას" მეკარის პროტესტი და იტალიელი მსაჯის პასუხი [VIDEO]

altხვიჩას გადამწყვეტი პენალტი - "ნაპოლიმ" თასზე "მოდენა" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც როგორ დამაბოლა ამ გაქნილმა ბებერმა აფერისტმა
კონტე
18:07 12-08-2024
1
ჩემი არა ეკსპერტის თვალით რაც შევამჩნიე ნახევარ დაცვაში და ცენტრ ფორვარდია საჭირო ასევე პოლიტანო არაა ძირითადის მოთამაშე!!
dewf=
15:01 12-08-2024
0

სიახლეები პოპულარული