ყველაფერი მომდევნო 72 საათში გადაწყდება - სლოტსა და "ლივერპულს" მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს

AutoSharing Option
ინგლისური პოპულარული გამოცემა metro გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მერსისაიდელებმა" "ვალენსიასთან" წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულეს და ესპანურ მხარეს შეუთვალეს, რომ ოფიციალური წინადადებით უახლოეს 72 საათში დაბრუნდებიან.

Metro გვაუწყებს, რომ "ღამურები" 34 მილიონ ფუნტს, ანუ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ამასთანავე, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები "ლივერპულისა" ახალი მწვრთნელი არნე სლოტისა და გუნდის გადაწყვეტილების შესახებ წერენ.

მოგეხსენებათ, "ენფილდის" ბინადრები გიორგის 1 სეზონით იჯარით გაშვებას აპირებენ და იწერებოდა, რომ ეს შესაძლოა, სწორედ "ვალენსია" ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი გამოირიცხა.

"მერსისაიდელები" მამარდაშვილს აუცილებლად
პრემიერ ლიგის გუნდში გაანათხოვრებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასე ინგლისურ სტილს ალღოს უფრო ადვილად აუღებს.

Metro-ს ინფორმაციით, ოთხი პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი (სახელები არ დაკონკრეტებულა), მზადაა, ქართველი 1 სეზონით იჯარით აიყვანოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიწყებ იქიდან რომ ეს უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი რომელმაც თავი ასე წარმატებით გამოიჩინა პირველ რიგში არის დამსახურება იმ გუნდში თამაშით ვალენსიას ვგულისხმობ და შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრებს, ვალენსიას ყველაზე ცუდი დაცვა ყავდა წინა წელს და ამ ფონზე გიოს მეტი სამუშაო მოუწია ანალოგიურად შემიძლია საქართველოზე მოშლილი დაცვის ცენტრი და გიოს გაზრდილი სამუშაო რამაც შედეგი გამოიღო წარმატებები საქართველოს და ყველა ქართველს და მეტი ობიექტურობისთვის ძლიერ გუნდებთან მამარდას როლი საგრძნობლად შემცირდება ლივერპული ბაიერნი ჩელსი რავიცი ათას გუნდებს წერდნენ ამ ბიჭისთვის ამ ეტაპზე ვფიქრობ ვალენსიაში დარჩენა ყველაზე სწორი იქნება ლივერპულიდან ალისონს არავინ გაუშვებს და არც ნოიერს დასვავენ სკამზე ამიტომ ამ აბსტრაქტული ილუზორული სიურეალიზმიდან გამოვიდეთ ჯობს ❤️
რეალური შემფასებელი
02:17 14-08-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული