"ლივერპულთან" შეთანხმება შედგა, ირკვევა ბოლო დეტალები - რა გუნდია და ვინ არიან "ბორნმუთის" მეკარეები, სადაც სავარაუდოდ, მამარდაშვილი იჯარით წავა

AutoSharing Option
გავლენიანი და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "მერსისაიდელებმა" და ჩვენებურმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს. "ვალენსიას" ქართველი კიპერი თანახმაა, 1 ან 2 სეზონი განათხოვრებით რომელიმე გუნდში ითამაშოს, (სავარაუდოდ, "ბორნმუთში") ალისონის წასვლის შემდეგ კი "ენფილდზე" ძირითადი მეკარის სტატუსი ირგუნოს. 

რომანო გვაუწყებს იმასაც, რომ გიორგის აგენტი და "მერსისაიდელთა" წარმომადგენლები ახლა ვალენსიაში იმყოფებიან, სადაც ბოლო დეტალებს აგვარებენ, მაგრამ საბოლოო თანხმობა "ღამურებს" ჯერ არ მიუციათ. 

საინტერესოა, რა გუნდია "ბორნმუთი" და ვინ არიან დღეს მისი
მეკარეები. "ალუბლების" კიპერი ნორბერტო ნეტო იცავს, რომელსაც სწორედ "ვალენსიაში", "ფიორენტინაში", "იუვენტუსსა" და "ბარსელონაში" უასპარეზია. 

გუნდში ასევე ირიცხებიან 24 წლის უილიამ დენისი და 25 წლის მარკ ტრავერსი. "ბორნმუთმა" გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა და ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ "კერკეტ კაკლად" და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე კლუბად ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
სირცხვილია! რა იჯარით, რა ბორნმუთში? ყოფილიყო სადაც იყო, ჯობდა. არ უტყდება თვითონ? გუყიდი, მარა არ გათამაშებ. თუ კარგად მოიქცევი, კანფეტს გაჭმევ.
პარალელი მორაგბე მატკავასთან. მონპელიესი არ გადავიდა შავი ლომიდან, იმიტომ რომ ეგეთივე დამამცირებელი შეთავაზება იყო.
Rezo
21:43 14-08-2024
3
მშვენიერი გადაწყვეტილებაა , უძლიერეს ლიგაში სუსტდაცვიან გუნდში თამაში მეკარის გასაზრდელად იდეალური ვარაინტია. ზუსტად 1 წელიწადში მამარდას სულ სხვა დონე ექნება.
გიორგი
20:00 14-08-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული