"იბერია 1999" ისევ დამარცხდა - ქართული კლუბების ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული, თურქეთშიც მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ყველაზე რელური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ მაკარიძესთან პირისპირ მეტოქის ორი ფეხბურთელი - დავიდსონი და პელკასი გავიდა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ანგარიში ვერ გახსნეს. თუმცა, მალე თბილისელთა კარი პიონტეკმა დალაშქრა. მერე საჯარიმოდან პელკასმაც გაგვიტანა. 90-ე
წუთზე ჯინჯოლავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ბაშაქშეჰირი“ ირლინდიის „სენტ პატრიკსს“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „ფათიჰ თერიმი“
ბაშაქშეჰირი - იბერია 1999 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (50), 2:0 პელკასი (62)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (სიხარულიძე 73), ნონიკაშვილი (ხაჩიძე 84), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 62), გ. მამაგეიშვილი (დადიანი 84), ი. ტაბატაძე (ახვლედიანი 62), სილა

alt"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
Ჩემი აზრით წელს ერთადერთი გუნდია იბერია რომელმაც "არ ჩაისვარა" და თავისი რესურსი ბოლომდე გახარჯა. Გამოვარდა გუნდთან, ვისთან გამოვარდნაც იბერიასთვის არ ტეხავს. ჲბერიას კოეფიციენტების ხარჯზე ფიქრობდით ეროვნული ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდის გაყვანას? დანარჩენი ყველას ვუერთდები "უკან პასების", "ფეხების მანდრაჟის" და "ხინკლის მენეჯმენტის" პრობლემებში.
ვისტი
09:17 16-08-2024
0
ქართულ საკლუბო ფეხბურთს პრინციპში არაფერი ეშველება ასეთი დაფინანსების სისტემაში. სახელმწიფოს მუქთა ფული შეიძლება ახალგაზრდების აკადემიებს ხმარდებოდეს, როგორც ხორვატიაში, მაშინ იმათსავით ათეულობით კარგ ფეხბურთEლს გავზრდით. ახლა რაცჩვენ სისტემა გვავს, რომ კლუბებს აძლევენ უაზროდ, ეს მავნებელია სისტემისთვის, მაგას სჟობს სულ შეუწყვიტონ და ისლანდიასავით ნახევრად პროფესიული ჩემპიონატი გვქონდეს. საქმე ისაა, რომ მუქთა ფული მაგნიტივით იზიდავს მუქთახორებს, რომელიც ცდლობს შეტეოს მენეჯერად, სიდერი შეტენოს ბუღალტრად, ბიძაშვილი მძღოლად, მოკლედ მაქსიმალურად ეფექტუეად გამოხრას ეს მუქთა ფული. ჯკუბის შედეგი კი სულ არ ადარდებს. ეს მუქთა ფული თუ არ იქნება, ამ მუქთახორებს არ ექნებათ ფეხბურთთან გაკარების ინტერესი, და დაგვრჩება შესაძლოა კიდევ უფრო სუსტი, მაგრამ პატიოსანი ხალხით დაკომპლექტებული გუნდები,
სიმართლის მოყვარული
08:26 16-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული