"იბერია 1999" ისევ დამარცხდა - ქართული კლუბების ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ბაშაქშეჰირთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული, თურქეთშიც მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ყველაზე რელური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ მაკარიძესთან პირისპირ მეტოქის ორი ფეხბურთელი - დავიდსონი და პელკასი გავიდა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ანგარიში ვერ გახსნეს. თუმცა, მალე თბილისელთა კარი პიონტეკმა დალაშქრა. მერე საჯარიმოდან პელკასმაც გაგვიტანა. 90-ე
წუთზე ჯინჯოლავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ბაშაქშეჰირი“ ირლინდიის „სენტ პატრიკსს“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „ფათიჰ თერიმი“
ბაშაქშეჰირი - იბერია 1999 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (50), 2:0 პელკასი (62)

საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (სიხარულიძე 73), ნონიკაშვილი (ხაჩიძე 84), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 62), გ. მამაგეიშვილი (დადიანი 84), ი. ტაბატაძე (ახვლედიანი 62), სილა

alt"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
იბერიას რა უნდა მოთხოვო ბაშაქშეჰირთან, არც მქონდა იმედი გასვლის. ვინც ასეთ დღეში ჩააგდო ფეხბურთი საქართველოში იმის კისერზე იყოს. ვითვალოთ ახლა სომხური და აზერული გუნდი რამდენი დარჩა ევროტურნირებზე. ღმერთმა გაუმარჯოს, იმიტო რომ დამსახურებულად არიან სადაც არიან და სათანადოდ ხედავენ საკლუბო ფეხბურთს. ერთი ნათელი წერტილი, ერთი ნორმალური გუნდი როგორ არ უნდა იყოს ქვეყანაში. დინამოს კიდე, სტადიონს კი არ უნდა დემონტაჟი თვითონ გუნდს უნდა და ხელმძღვანელობას. ვინ როგორ უბერავს ამ ქვეყანაში ვერ გაიგებ.
იბრუხ მართალი
23:56 15-08-2024
3
ქართული საკლუბო ფეხბურთი აღარ არსებობს დიდი ხანია. იმის ნაცვლად რომ ამას მიხედოს მთავრობამ(არ მითხრათ ახლა არ ეხებათო, რაც უნდათ ყველაფერი ეხებათ) ლეგენდების თამაშს მთავაზობს ბათუმში. პური და სანახაობა. რა ჯანდაბად მინდა ლეგენდა გასკდა გული ამდენი ჩასვრით.
რაბუ
00:44 16-08-2024
5

სიახლეები პოპულარული