რა აფერხებს მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერს? - Relevo განმარტავს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ვალენსიაში თავისი კლიენტის "ლივერპულთან" ტრანსფერს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ ათანხმებს, თუმცა "ღამურები" 40 მილიონის მიღებას იმედოვნებს.

"ლივერპულს" უნდა მამარდაშვილი შეიძინოს და ერთი სეზონით სხვა გუნდში გაუშვას, მაგრამ არსებობს პრობლემა: პრემიერლიგის რეგლამენტით კლუბს ერთი სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელის ყიდვის და მაშინვე ინგლისის სხვა გუნდში განათხოვრების უფლება არ აქვს, ამიტომ ერთ-ერთ ვარიანტად ტრანსფერის გაისად დასრულება, იქამდე კი იჯარით "ბორნმუთში" გადასვლა განიხილება.

დღეს მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა, ხოლო მწვრთნელმა რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ ქართველის თაობაზე
ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ის "ბარსელონასთან" მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაიწყეს ეხლა მაქინაციები, ის არ გამოდის, ასე ვქნათ, ჯერ აქ გავანათხოვროთ და მერე იყიდის და ეგეთები...
მამარდას ხოშიანად ჰქონდა ნათქვამი, გადავალ მხოლოდ გრანდში და მხოლოდ პირველ მეკარედო...
ხოდა ბორნმუთი არა გაბალა, გაუშვას იმაზე ყველა, შეასრულოს რასაც იძახდა, ან გადაიყვანონ ლივერპულში, ან მშვენიერ ადგილასაა, დიდ პატივსაც სცემენ და საკაიფოდაც უბერავს, მოიცადოს ის ერთი სეზონიც და პირდაპირ ლივერპულში გადავიდეს...
ვენეციის კომისია
22:00 16-08-2024
2
ბიჭი თამაშობს საუკეთესო ლიგაში, საკმაოდ სახელიან კლუბში, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია, ყველაზე ძვირად ღირებულია, ევროპის ჩემპიონატის გმირია და ...ორი სეზონი უნდა იყოს უცნობ გუნდში, რომელიც შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს და ეს ყველაფერი იმ მოტივით, რომ ალისონი ორი წლის მერე არაბეთში მიდის და უნდა ჩაანაცვლოს? ალბათ, თვითონ უკეთ იცის... ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ. ეს ბიჭი ჩვენი ერთერთი მთავარი იმედია.
მერაბი-1960
23:55 16-08-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული