კონტეს გეგმა - ერთი ცვლილებით და განსხვავებული ტაქტიკით "ვერონასთან"

AutoSharing Option
18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება. ისევ ვერ მოახერხეს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა, შესაბამისად რომელუ ლუკაკუს დამატება და გუნდი ისევ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეა.

iIl Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჯოვანი სიმეონეს დაყენებაზე იფიქრა, მაგრამ ისევ ჯაკომო რასპადორი ამჯობინა. "მოდენასთან" თასზე ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით კონტე ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ცვლილებას განახორციელებს - პასკუალე მაზოკის მატიას ოლივეირა შეცვლის. შეიცვლება ტაქტიკაც, 3-4-2-1-ზე გადაეწყობა და ჯოვანი დი ლორენცო ნახევარდაცვაში ითამაშებს.

ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, დი ლორენცო, სპინაცოლა, ანგისა,
ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ბრაზილიელ შემტევს, დავიდ ნერესს ბონუსებიანად 28 მილიონ ევროდ შეიძენენ. ის იტალიაში კვირას ჩავა, ორშაბათ დილით კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული