18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება. ისევ ვერ მოახერხეს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა, შესაბამისად რომელუ ლუკაკუს დამატება და გუნდი ისევ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეა.
Il Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჯოვანი სიმეონეს დაყენებაზე იფიქრა, მაგრამ ისევ ჯაკომო რასპადორი ამჯობინა. "მოდენასთან" თასზე ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით კონტე ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ცვლილებას განახორციელებს - პასკუალე მაზოკის მატიას ოლივეირა შეცვლის. შეიცვლება ტაქტიკაც, 3-4-2-1-ზე გადაეწყობა და ჯოვანი დი ლორენცო ნახევარდაცვაში ითამაშებს.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, დი ლორენცო, სპინაცოლა, ანგისა,
ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.
ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ბრაზილიელ შემტევს, დავიდ ნერესს ბონუსებიანად 28 მილიონ ევროდ შეიძენენ. ის იტალიაში კვირას ჩავა, ორშაბათ დილით კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
დაცვა გადირკულია...პირდაპირ ნადირობენ ხვიჩაზე ეს გან...ები...ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მოკლეა სპორტსმენის კარიერა...თავს გაუფრთხილდი ხვიჩა ძამი, წუპაკ ლაურენტესს ნუ შეწირავ თავს , არ გააგრძელო
კონტრაქტი ნაპოლისთან , აქ გვჭირდები , უფრო დაგიფასდება