ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ მოიგო[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და დუბლი შეასრულა.

"ჩაკვე" 84-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.2, sofascore 8.2, flashscore 8.1.

„უოტფორდმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
და 24 აგვისტოს „დერბის“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კაიემბე (47), 2:0 ენდრიუსი (49), 3:0 კაიემბე (73)

მკითხველის კომენტარები / 16 /
გენაცვალე ჩაკვე! როგორ მიხარია ასე რომ გაიხსნა და უფრო დაიხვეწა ჩვენი ოქროს ბიჭი. მადლობა უოტფორდს, მაგრად აფასებენ გიოს და მხარში უდგანან. ევრ.ჩემპიონატის წინ უოტფორდის მწვრთნელმა ტურის ბოლო ორი ტური დაასვენა ჩაკვე რომ ევროპაზე გადაღლილი არ წასულიყო და საქართველოსთვის კარგად ეთამაშა. ამ საქციელს დაფასება უნდა!
ხვიჩა
20:18 17-08-2024
2
ძალიან ვგულშევმატკივრობ ამ ბიჭს!! მჯერა ცოტახანში მსოფლიოს აალაპარაკებს, უდიდესი პოტენციალი აქვს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული