Geo Team: ხვიჩა 4 საათი ჰოსპიტალში იმყოფებოდა - ის მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "ვერონასთან" მატჩისას დაშავებული "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოთხი საათი იმყოფებოდა:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ცვლილების შემდეგ რამდენიმე საათი ჰოსპიტალში გაატარა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლის" სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.

ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა, მთელ სხეულში დაბუჯებას გრძნობდა, ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

25 აგვისტოს, "ბოლონიას" წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ქართველი შემტევი მზად იქნება".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ვფიქრობ კონტეს "ზბორების" შედეგია ეს ყველაფერი,აფსუს რა მწვრთნელთან მუშაობდა კვარა პირველ სეზონში და იმის შემდეგ რა ხალხთან აქვს საქმე
საქართველო
22:02 19-08-2024
8
სტატია წაიკითხეთ და კომენტარები ისე წერეთ ზოგმა. გარკვევით წერია პირველი დაჯახების მერე დაბუჟება იგრძნო და მერე ტაიმის ბოლოს გაურთულდაო. დიდი შეჯახება ხან არც არის საჭირო ისეც შეიძლება ტრამვის მიღება. მგონი ევროს შემდეგ ზედმეტად დატვირთა. ჯანმთელობა კვარას.
G.LA
23:56 19-08-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული