კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
AreaNapoli "რეპუბლიკაზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლის მშობიარობის გამო სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელია "ვერონასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა.

აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს "დიეგო მარადონაზე" "ბოლონიასთან" ითამაშებს, რამეთუ ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნისას, გუნდისთვის ქართველის გარეშე დარჩენა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩინიო, გილოცავ მამობას! იბედნიერე და იხარე შენს ოჯახში, შენიანებთან ერთად (შენიანებში ჯუღელიც იყოს, ოღონდ სამომავლოდ აგენტის როლში არა)
gilocav
00:58 21-08-2024
0
აი ოჯახი!!ბევრჯერ დაამტკიცა კვარამ,რომ ყველაზე პატრიოტი ქართველი სპორტსმენია❤️გამრავლდით და გაიხარეთ ხვიჩა❤️ნიცა!!!მიბაძეთ სხვებმაც
ლადო
00:50 21-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული