"ლივერპულის" ზაფხულის პირველი შენაძენი - გადაწყდა, მამარდაშვილი ამ კვირაში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს "ლივერპულისა" და "ვალენსიას" წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რო გარიგება ამ კვირაში ოფიცილურად უნდა დასრულდეს, ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ქართველი "მერსისაიდელთა" ფეხბურთელი და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.

გიორგი 1 სეზონით "ვალენსიაში" იჯარით დარჩება, შემდეგ კი "ლივერპულში" გადაბარგდება და ალისონს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ, "ენფილდს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბორნმუთი ახლა ვალენსიას რო შეახვედრო ბურთს თავზე გადაახევს. ჯობდა ინგლიში მოესინჯა ძალები ვიდრე სოფლის გუნდში დარჩენილიყო გულშემატკივრების გამო. არ გაიფუჭოს კარიერა ასე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17:01 21-08-2024
19
ლივერპული არის ტოპკლუბი და უდიდესი ამბავია ქართველი ამ ისტორიულ კლუბში.. მაგრამ წინადადება - სავარაუდოდ შემდეგ სეზონში ალისონი ენფილდ დატოვებს, არ მომწონს.. რომ არ დატოვოს რას ვაკეთებთ?
papai
16:12 21-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული