მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველის გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, sofascore 6.8, whoscored 6.6.
„უოტფორდი“ 9 ქულით „სანდერლენდთან“ ერთად ლიდერია, 27 აგვისტოს ლიგის თასზე „პლიმუთს“ მიიღებს, 1-ელ სექტემბერს კი ჩემპიონატზე შეფილდში „იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - დერბი 2:1
გოლები: 0:1 ადამსი (2), 1:1 ბაიო (31), 2:1 სისოკო (76)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს