მიქაუტაძემ "მონაკოსთან" წაგებულ მატჩში ითამაშა - რამდენად მართებული არჩევანი გააკეთა ქართველმა?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა ოლიმპიადის შემდეგ მოგვიანებით დაბრუნებული ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გიორგი მიქაუტაძე კი ტრავმირებული ერნესტ ნუამას ნაცვლად მე-18 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და თანაც, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ლიონის" მეკარე პერი.

შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში გიორგის „მონაკოში“ გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. მიქაუტაძის გარჯა
ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 6.2, whoscored 6.0.

„ოლიმპიკმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, გოლი ჯერ არ გაუტანია და 30 აგვისტოს „სტრასბურგს“ მიიღებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბენ სეგირი (65), 0:2 კამარა (80)
გაძევება: კამარა (90+7, მონაკო)

altროგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? - ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას...

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეცით არ იწყება და არ მთავრდება. აქაც უნდა გამოიღოს ფხა და გამოიღებს იმედია.თავისუფალი ნომრებიდან 20 ნომერი აეღო ჯობდა. ფაქტია ლიონი მეცზე ძლიერია და გიო აუცილებლად შემატებს ახალ ძალას ენერგიას და წარმატებას თავის საყვარელ გუნდს. არც ლიონი იქნება ბოლო გაჩერება და ტრამპლინად გამოადგება. ადაპტაციას დრო ჭირდება და შებერე გიო მიდი ლიონსაც ჩაქიმული აქვს და უნდა გამოჩნდეს შენი ძალა
ბაჩო
11:25 25-08-2024
0
მიქაუტაძის მრჩეველები თუ ასე გააგრძელებენ ამ ბიჭის შეცდომაში შეყვანას, სავარაუდოთ ისევ მეცში განათხოვრებულს ვიხილავთ.
მონაკო, ჩემპიონთა ლიგაზეგასული გუნდი.. რატომ უნდა გაცვალო არეულდარეულ ლიონში..? რამოდენიმე მიზეზია. ჩემი აზრით ლუგა უნდა ეთამაშა, გაიზრდებოდა მენტალურად. სულ მაჩანჩალა გუნდში ბრძოლა, რავიცი აბა...
დავით
10:23 25-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული