დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეორე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი პირველ ტაიმში, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა კაფარომ ბურთი ხარიხას გაარტყა. კარგი შანსი ვერ გამოიყენა შესვენების შემდეგ მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ამუგუმ. სტუმრები კი 57-ე წუთზე პენალტით ტურემ დააწინაურა. 62-ე წუთზე "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში ორ მეურვეს გაექცა, კარის წინ ჩააწოდა, მაგრამ პარტნიორებმა მისი პასით ვერ ისარგებლეს. ქართველი მაშინვე შეცვალეს, ხოლო "ჰავრმა" მეორე გოლი გაიტანა.

დავითაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore
6.7, flashscore 6.6, whoscored 6.1.

„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატზე მეორე მატჩიც წააგო, გოლი ჯერ არ გაუტანია და 31 აგვისტოს გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - ჰავრი 0:2
გოლები: 0:1 ტურე (57, პენ), 0:2 სანგანტე (67)

altზურიკოს დებიუტი ლიგა 1-ში და გაუქმებული საგოლე პასი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
gel-100 მორატის შვილის საყვარელი ჟონგლიორი იყო რეკობა და საერთოდ რომ ვარჯიშობდა ეგ არის გასაკვირი, შვილის გასართობად იყიდა.
თომა
00:47 26-08-2024
0
აფსუს... "სენტ-ეტიენი"... რა გუნდი იყო!!!
tngh
19:58 25-08-2024
0

სიახლეები პოპულარული