კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში თავი "არისის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა.
ქვილითაია ნიქოზიის "ომონიასთან" მატჩის 33-ე წუთზე ტრავმირებული ალექსანდრ კოკორინის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და 77-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0. მან თავის ახალ გუნდში პირველად გაიტანა.
"არისი" 6 ქულით ლიდერია და 14 სექტემბერს არადიპუში" გიორგი ლორიას "ომონიას" დაუპირისპირდება.