Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშის "ნიდერჰაზაში" გააგრძელებს.

"Geo Team-ის ინფორმაციით, ნიკა კვეკვესკირი უნგრეთში 4 სექტემბერს ჩაფრინდება და ნირეგაზასთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

32 წლის ნახევარმცველის დამატება "დინამო თბილისს" და გორის "დილას" სურდათ. ორივე გუნდს ესაუბრა, თუმცა კვეკვესკირმა კარიერის უნგრეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა".

კვეკვესკირმა "ლეხი" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "ნიდერჰაზა" 6 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატზე 4 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 14 სექტემბერს თასზე, ბუდაპეშტში "ვაშაშთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ საქართველოში ცოტა ამბიციურმა ფეხბურთელმა რატომ უნდა ითამაშოს? მოედნები გვაქ ევროპული სამედიცინო სფერო თუ საფეხბურთო, თუნდაც ხელფასები კაცმა არ იცის როდის რა მოუვა გუნდს და თვეობით დაგვიანებს ხელფას, აქაურ ცხოვრების დონეზე კი არაფელს ვამბობ, მეც მის ადგილას ევროპაში ვითამაშებდი, თუნდაც ლუქსემბურგის გუნდში
გოგა
00:14 05-09-2024
0
ოქანეო ჯეო თიმიმ აქანაო დინამოო აგი რაია ?
მურთაზი
23:23 04-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული