"მასთან ერთად თამაში ამ მიზეზის გამო ძალიან მარტივია" - სპინაცოლამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" განაპირა მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ Radio CRC-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა იტალიელს კომენტარის გაკეთება კვარაცხელიას შესახებაც სთხოვა.

"ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე შეთამაშებულები არ ვართ. "კვარა" გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, მასთან თამაში კი გვიადვილდება, რადგან ერთი მოძრაობით შეუძლია თამაში ყველასთვის გახსნას.

ლუკაკუ? გამიმართლა, რადგან გასულ წელს მასთან ერთად "რომაში" ვთამაშობდი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დიდი პროგრესი აქვს და მასთან ერთად სულ სხვა ტაქტიკით ვთამაშობთ", - განაცხადა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 15 სექტემბერს, "კალიარის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით
20:00 საათზე დაიწყება.

altრატომ შეცვალეს კვარაცხელია? - მან კომენტარი გააკეთა

altCorriere dello Sport: Kvarevolutio - კვარაცხელიას რევოლუცია და ევოლუცია მარადონას "კურთხევით"

alt"კვარაცხელია და ლუკაკუ ფორვარდებად, ნახევარდაცვასა და დაცვაში კი..." - ფედელემ კონტეს რჩევა მისცა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული