ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ დაუზავდა - 1:1.

სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ და კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა თითქმის ყველა შეტევა მარცხენა ფლანგიდან მიმდინარეობდა, სადაც თამაშს ჩაკვეტაძე ამწვავებდა. გიორგიმ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბაიოს მეკარე დოვინმა არ გაატანინა.

შესვენების შემდეგ „უოტფორდმა“ იერიშები გააგრძელა, ქართველი მეურვეს გაექცა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ დელე-ბაშირუს საგოლე პასი გაუკეთა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სავარაუდოდ, მას მუხლის
მყესის დაზიანება აქვს. იმედია, ტრავმა სერიოზული არაა.

„უოტფორდი“ 10 ქულით ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზეა და 21 სექტემბერს გასვლაზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კოვენტრი 1:1
გოლები: 0:1 სიმსი (4), 1:1 დელე-ბაშირუ (67)

altჩაკვეტაძე სასტარტოშია, ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე - მთავარი ინტერესი "ნაპოლის" მიმართ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
წელის უბრა სპაზმმა ეგრე როგორ უნდა დაგაპანიკოს რა,ბალეტია?
0
ესე სავარაუდოდ მუხლის მყესის დაზიანება საიდან დაუდგინეთ? თითქოს ბარძაყზე იკიდებდა ხელს, ექიმებიც ორივე მუხლს კარგად გვარიანად ახრევინებდნენ და მყესი რანაირადაა?
რა მაფიაა?
20:52 14-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული