20 წლის გოგლიჩიძემ "იუვენტუსთან" შესანიშნავად ითამაშა - "ემპოლი" გამარჯვებასთან ახლოს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ემპოლიმ“ და „იუვენტუსმა“ ქულები გაიყვეს - 0:0.

მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ისევ კარგად წარმოაჩინა თავი, დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა. მისი ასპარეზობა კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 7.0, whoscored 6.8.

აღსანიშნავია, რომ "ემპოლის" გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ემანუელ გიასის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 6 ქულით მე-7 ადგილზეა და 20
სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - იუვენტუსი 0:0

altგოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში - "ემპოლი" "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბევრს არ მოეწონება ვიცი, მაგრამ:
1. გოგლიჩიძე და საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა დაუთმონ შვედეთთან მატჩისთვის, უმნიშვნელოვანესია ამ ევროზე გასვლა მომავალი თაობისთვის
2. აი ამის შემდეგ გოგლიჩიძე ნაკრების კაცია და გველესიანს მოუწევს სკამზე გადაჯდომა და გოგლიჩიძეს ძირითადი. საბას ფლანგზე თამაშის გამოცდილება აქვს და კაკაბაძის ფლანგზე დგომა და ცენტრში გოგლიჩიძე საოცარი დუეტი იქნება, ერთი-ორად გაზრდის ჩვენი ნაკრების შეტევით პოტენციალს ფლანგიდან და არც დაცვით უნარებში ჩამოუვარდება საბა გველესიანს.
3. კაშია ასაკის მიუხედავად ხელშეუხებელია, დვალი იდეალურად დგას. შესაბამისად კაკაბაძე-გოგლიჩიძე-კაშია-დვალი და ლოჩოშვილი ან აზაროვი, ვისაც ვილი გადაწყვეტს.
წიწაკა
00:35 15-09-2024
2
გეგონება 20 წლის ბიჭი კი არა გამობრძმედილი ვეტერანი თამოშობსო ისეთი თავდაჯერებულია მოედანზე. მოკლედ თამაშის დამთავრებას ველოდებოდი და ეს რა ბიჭია რა პასი ერთი ერთზე თამაში ბურთის წართმევა სუფთად წინ ასვლა პრესინგი რავი
თანამედროვე მცველია ტოპ კლუბებს რომ ჭირდებათ ეგეთია, კალაფიორი იყო შარშან ეგეთი ფლანგის ტიპი რომელიც მცველი გახდა ცენტრალური და საბაც ეგ მასალა ჩანს,
აი საზონოვს რავიცი კვერკველიას პონტშია და პასი თუ ვერ ისწავლა სერია ბ-ეს გუნდში გაუჭირდება ძირითადში ჩაჯდომა არათუ სერია ა-ს.
არქიმედე
00:20 15-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული