მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ისევ კარგად წარმოაჩინა თავი, დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა. მისი ასპარეზობა კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 7.0, whoscored 6.8.
აღსანიშნავია, რომ "ემპოლის" გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ემანუელ გიასის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.
„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 6 ქულით მე-7 ადგილზეა და 20 სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.
ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - იუვენტუსი 0:0
გოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში - "ემპოლი" "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა [VIDEO]
რაც მესმის ძალიან მაგარი ამბავია,ნაკრების დროც მოვა,ახლო თამაშებში მოუწევს ოქტომბერ-ნოემბერში და იმედია თავს გამოიჩენს.
ტყუილად არავინ ათამაშებდა სერიაA-ს ძირითადს.
1. გოგლიჩიძე და საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა დაუთმონ შვედეთთან მატჩისთვის, უმნიშვნელოვანესია ამ ევროზე გასვლა მომავალი თაობისთვის
2. აი ამის შემდეგ გოგლიჩიძე ნაკრების კაცია და გველესიანს მოუწევს სკამზე გადაჯდომა და გოგლიჩიძეს ძირითადი. საბას ფლანგზე თამაშის გამოცდილება აქვს და კაკაბაძის ფლანგზე დგომა და ცენტრში გოგლიჩიძე საოცარი დუეტი იქნება, ერთი-ორად გაზრდის ჩვენი ნაკრების შეტევით პოტენციალს ფლანგიდან და არც დაცვით უნარებში ჩამოუვარდება საბა გველესიანს.
3. კაშია ასაკის მიუხედავად ხელშეუხებელია, დვალი იდეალურად დგას. შესაბამისად კაკაბაძე-გოგლიჩიძე-კაშია-დვალი და ლოჩოშვილი ან აზაროვი, ვისაც ვილი გადაწყვეტს.